დავიდ ალაბას შვიდი კვირა

AutoSharing Option
საბედისწერო აღმოჩნდა მიუნხენის "ბაიერნისა" და ავსტრიის ნაკრების მცველისთვის, დავიდ ალაბასთვის ბოსნიასთან ამხანაგური შეხვედრა (1:1).

როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, 22 წლის ფეხბურთელს მარცხენა მუხლის შუა მყესების გაწყვეტა აქვს, რის გამოც დაახლოებით შვიდი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ალაბას ფეხი თაბაშირში ექნება. დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ ავსტრიელი აღდგენით ვარჯიშებს დაიწყებს და სეზონის დასკვნით ნაწილში შეძლებს თამაშს.

"რა თქმა უნდა, ახლა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ჩემ წინაშეა მნიშვნელოვანი ამოცანა - მინდა სეზონის ბოლოს მოედანზე დავბრუნდე. ასე რომ, ჯერ სრულად უნდა მოვირჩინო
ტრავმა და შემდეგ ინტენსიურ ვარჯიშებს შევუდგე", - განაცხადა ალაბამ.

მიმდინარე სეზონში მცველმა 19 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ორი გოლი გაიტანა.

* * *
ამასობაში, თითქმის გამოირიცხა ბუნდესლიგის უახლოეს ტურში "დორტმუნდის" წინააღმდეგ ფრანკ რიბერის თამაში. "ბაიერნის" ფრანგმა ნახევარმცველმა ცხადად მიანიშნა, რომ არ აპირებს აჩქარებას მკურნალობის პროცესში.

"ტრავმის შემდეგ ძალიან ადრე შევუდექი ვარჯიშებს. შედეგად, დაბრუნდა ტკივილი ფეხი არეში, - ამბობს რიბერი "ბილდთან" კომენტარში. - ეს იყო კატასტროფული შეცდომა - დავბრუნებოდი ვარჯიშებს ვადაზე ადრე. ახლა სხეულს დავასვენებ, რათა სეზონის გადამწყვეტ მატჩებს იდეალურ ფორმაში შევხვდე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული