დორტმუნდის "ბორუსია": იმობილეს ცენტიც არ დააკლდება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" არ აპირებს ფინანსურად წაგებაში დარჩენას ფორვარდ ჩირო იმობილეს შესაძლო გაყიდვის შემთხვევაში.

როგორც გერმანული პრესა წერს, "ბორუსიას" არ უნდა იტალიელი თავდამხსმელის გაყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ ახალ გუნდში თავის პირველ სეზონში ჩირო ვერ აჩვენებს იმ თამაშს, როგორიც სერია A-ში "ტორინოს" შემადგენლობაში ჰქონდა.

"დორტმუნდი" მზად არის, შანსი მისცეს 25 წლის ფეხბურთელს ახალ ჩემპიონატში, მაგრამ რამდენიმე იტალიურ გუნდს ძალიან უნდა იმობილეს სერია A-ში დაბრუნება. ამ კლუბებს შორის არიან: "მილანი", "ლაციო", "ფიორენტინა" და "ნაპოლი".

"ბორუსია" შეელევა ჩიროს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ 18 მილიონი
ევროს ოდენობის წინადადებას მიიღებს. გერმანულმა კლუბმა დაახლოებით ამ ფასად შეიძინა იტალიელი და არ აპირებს ფასის დაწევას ფორვარდის ცუდი თამაშის გამო.

ბუნდესლიგაში იმობილემ 3 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული