შტეფან ეფენბერგს მეძავმა-ტრანსსექსუალმა 5 000 ევროს დავალიანება შეახსენა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი სექს-სკანდალში გაეხვა, რომელიც უკავშირდება მის სავარაუდო კავშირს მეძავ-ტრანსსექსუალ ედონა ჯეიმსთან. ამის შესახებ Bild-ი იუწყება.

ედონამ, რომელიც მონაკოში პროსტიტუციის გამო დააკავეს, გამომძიებლებს უამბო, რომ 2010, 2011 და 2013 წლებში ხვდებოდა ცნობილ ფეხბურთელს, რომელმაც საბოლოოდ მომსახურებისთვის არაფერი გადაუხადა, რადგან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. ედონამ ასევე გაიხსენა შემთხვევა, თითქოს ეფენბერგი მას სახეში მჟავის შესხმით ემუქრებოდა.

გიზელ ედონა ბუშიკმა (მეძავის ნამდვილი სახელი და გვარი) განაცხადა, რომ ეფენბერგს მისი დაახლოებით 5 000 ევრო მართებს.

თავად გერმანელი
ფეხბურთელი ამ ბრალდებებს უარყოფს, გერმანული პრესა კი პროცესს, რომელიც მიუნხენში 3 აპრილს იწყება, "ერთ-ერთ ყველაზე უცნაურს" უწოდებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული