მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა
ფრანკ რიბერიმ თავის მდგომარეობასა და გამოჯანმრთელების ვადებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ჰავბეკმა ტრავმა სამი კვირის წინ, დონეცკის "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში მიიღო, რის შემდეგაც გაუმიზეზდა.
"კვირის დასაწყისში თავს საშინლად ვგრძნობდი, საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი. ოთხშაბათს ველოსიპედით გასეირნება მაინც შევძელი. საერთოდ კი, ეს ტრავმა ყველაზე უდროო დროს მივიღე. ის იყო, ფორმაში შევდიოდი, მაგრამ იძულებული გავხდი, სამი კვირა გამომეტოვა.
პრობლემები მას შემდეგ შემექმნა, როცა "შახტართან" მატჩის შემდეგ ვარჯიში განვაახლე. ზედმეტად ავჩქარდი, უფრო მეტი ხნით უნდა დამესვენა.
წინ უამრავი
მნიშვნელოვანი თამაშია და იმედია, შევძლებ გუნდის დახმარებას. აი, დორტმუნდის "ბორუსიასთან" კი ნამდვილად არ ვიქნები. სირბილის თავიც კი არ მაქვს", - აქვეყნებს რიბერის ნათქვამს პორტალი Goal-ი.