დორტმუნდის "ბორუსიაში" წმენდა იგეგმება...

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ხელმძღვანელობა შემადგენლობის სავარაუდო წმენდაზე ლაპარაკობს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდის ფეხბურთელები ვერ შეძლებენ საკუთარი კლასისა და შესაძლებლობების დამტკიცებას. 27 ტურის შემდეგ "ბორუსია" მეათე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და ექვსი ქულით არის დაშორებული ევროთასების ზონას.

"სეზონის დასრულების შემდეგ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, განვიხილავთ თითოეულ მოთამაშეს. თუ ვერ გავალთ ევროთასებზე, მაშინ ჩვენი გუნდი ძალიან მრავალრიცხოვანი იქნება. საჭირო გახდება შემადგენლობის შემცირება. ფეხბურთელებს ოსტატობა აქვთ და ეს შესამჩნევია სეზონის მეორე ნაწილში. მაგრამ არასაკმარისია, უბრალოდ, იცოდე ამის შესახებ: ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს ოსტატობა. ჩვენი მიზანი ცხადია
- ვითამაშოთ ევროთასებზე ყოველ სეზონში.

რაც შეეხება იურგენ კლოპს, ის ამბიციურია, ენერგიული და სათანადო განწყობა აქვს იმისთვის, რომ შედეგები გამოასწოროს", - აცხადებს "დორტმუნდის" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული