"სეზონის დასრულების შემდეგ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, განვიხილავთ თითოეულ მოთამაშეს. თუ ვერ გავალთ ევროთასებზე, მაშინ ჩვენი გუნდი ძალიან მრავალრიცხოვანი იქნება. საჭირო გახდება შემადგენლობის შემცირება. ფეხბურთელებს ოსტატობა აქვთ და ეს შესამჩნევია სეზონის მეორე ნაწილში. მაგრამ არასაკმარისია, უბრალოდ, იცოდე ამის შესახებ: ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს ოსტატობა. ჩვენი მიზანი ცხადია
რაც შეეხება იურგენ კლოპს, ის ამბიციურია, ენერგიული და სათანადო განწყობა აქვს იმისთვის, რომ შედეგები გამოასწოროს", - აცხადებს "დორტმუნდის" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"