ბუნდესლიგა. XXVIII ტური: "ბაიერნს" ჩემპიონობამდე სამი მოგება აკლია

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" 3:0 გაანადგურა ფრანკფურტის "აინტრახტი". დუბლი შეასრულა პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ. თავი გამოიჩინა თომას მიულერმაც.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "გუნდით ძალიან ვამაყობ, "ლევერკუზენთან" მატჩის შემდეგ სამი დღეა გასული, მაგრამ მაინც დიდებულად ვითამაშეთ. თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და ვდომინირებდით. ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ. ახლა "ბაიერნს" სულ სამი მოგება სჭირდება ჩემპიონობისთვის. უნდა დავისვენოთ და ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადოთ. იმედია, ტრავმები არ შეგვაწუხებს".

მიონხენგლადბახში, "ბორუსიების" დერბიში მასპინძელთა გუნდმა 3:1 მოუგო "დორტმუნდს". გოლები ოსკარ ვენდტმა, რაფაელმა და ჰოვარდ ნორდტვეიტმა გაიტანეს, სტუმართაგან
კი ილქაი გიუნდოგანმა გაიტანა პრესტიჟის გოლი.

მეორეადგილოსანმა "ვოლფსბურგმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ჰამბურგს". ბას დოსტმა ამ შეხვედრაში ორჯერ გაუწია თანაგუნდელებს ასისტენტობა, გოლები კი ჟოზუა გილავოგიმ და დანიელ კალიჯურიმ გაიტანეს. მატჩის მიწურულს "ჰამბურგი" 10 კაცით დარჩა, იოჰამ ჯურუ გააძევეს.

ბაიერნი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (15), 2:0 ლევანდოვსკი (66), 3:0 მიულერი (82)

შალკე-ფრაიბურგი 0:0

გლადბახი-დორტმუნდი 3:1
გოლები: 1:0 ვენდტი (1), 2:0 რაფაელი (32), 3:0 ნორდტვეიტი (67), 3:1 გიუნდოგანი (77)

მაინცი-ლევერკუზენი 2:3
გოლები: 0:1 სონი (15), 0:2 კისლინგი (59), 0:3 ჩალჰანოღლუ (73), 1:3 კოო (78-პენ), 2:3 კოო (90-პენ)

პადერბორნი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 1:0 კაჩუნგა (48), 1:1 ჰოიბერგი (52), 2:1 ლაკიჩი (60)

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 0:2
გოლები: 0:1 გილავოგი (10), 0:2 კალიჯური (73)
გაძევება: ჯურუ (88. ჰამბურგი)

კიოლნი-ჰოფენჰაიმი 3:2
გოლები: 1:0 მატიას ლემანი (20 პენ.), 2:0 ენტონი უჯა (54), 2:1 პოლანსკი (70 პენ.), 3:1 იონას ჰეკტორი (79), 3:2 ენტონი მოდესტე (88)
გაძევება: პაველ ოლკოვსკი (70)

შტუტგარტი-ვერდერი 3:2
გოლები: 1:0 კრისტიან გერტნერი (16), 1:1 დეივი სელკე (51), 2:1, 3:2 დანიელ გინზეკი (71, 90), 2:2 ჯენიკ ვესტერგაარდი (87)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული