ფრანც ბეკენბაუერი: "ჰამბურგი" აუცილებლად გავარდება

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი დარწმუნებულია, რომ ამ სეზონში "ჰამბურგი" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად დატოვებს ბუნდესლიგას.

28 ტურის შემდეგ ეს გუნდი ბოლო ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

"ვერ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ "ჰამბურგი" დარჩება პირველ ბუნდესლიგაში, - ამბობს ბეკენბაუერი. - გასულ სეზონში, ასე თუ ისე, ჩანდა სათამაშო ასპექტები, რის ხარჯზეც შეიძლებოდა გადარჩენა, მაგრამ ახლა ვუყურებ "ჰამბურგს" და ვერ ვხედავ მიზეზს, რომლითაც ეს გუნდი არ გავარდება პირველი ბუნდესლიგიდან". თუ "ჰამბურგი" ასე გააგრძელებს თამაშს, მომდევნო სეზონში მეორე ბუნდესლიგაში მოუწევს გამოსვლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული