იურგენ კლოპს დორტმუნდის "ბორუსიიდან" ფეხბურთელებიც მიჰყვებიან

AutoSharing Option
"დორტმუნდიდან" იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ გერმანული პრესა გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გამგზავრებასაც ვარაუდობს.

ერთ-ერთია ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი. მის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს ლონდონის "არსენალი", რომელიც მზად არის, გაბონელ ფეხბურთელში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ობამეიანგმა ბუნდესლიგის 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ასევე დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ზაფხულს "დორტმუნდს" დატოვებენ ფორვარდი ჩირო იმობილე და ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი. ამ ფეხბურთელებს "ბორუსია" თავად დააყენებს ტრანსფერზე.

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა 34 ოფიციალურ მატჩში სამი გოლი გაიტანა, იმობილემ კი 27 შეხვედრაში ცხრაჯერ გამოიჩინა თავი.

* * *
ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ "რეალის" ნახევარმცველ სამი ხედირასთვის ბრძოლაში "დორტმუნდიც" ჩაებმება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს თავის რიგებში აქტიურად ეპატიჟება "შალკე".

გაზეთ "ბილდისთვის" ცნობილი გახდა, რომ "დორტმუნდის" მომავალი მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი უკვე ელაპარაკა ხედირას და მას "სიგნალ იდუნა პარკზე" გადასვლა შესთავაზა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული