ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: "ბაიერნის" ტიტულის მოლოდინში

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" ამ ტურში ჩემპიონობის გაფორმება შეუძლია. "პორტუსთან" ნაჩვენები ფანტასტიკური ფეხბურთის შემდეგ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი მორიგ სამ ქულას აიღებს "ჰერტასთან" საშინაო მატჩში, ხოლო თუ "ვოლფსბურგი" ტურის ბოლო შეხვედრაში "გლადბახთან" ვერ მოიგებს, რეკორდმაისტერი ოთხი ტურით ადრე მოიპოვებს მორიგ ტიტულს.

"ბაიერნი" იმ შემთხვევაშიც გახდება ჩემპიონი, თუ "ჰერტასთან" ფრედ ითამაშებს, ხოლო "ვოლფსბურგი" "ბორუსია-პარკზე" დამარცხდება.

"ბაიერნისთვის" პრობლემა არ უნდა გახდეს "ჰერტას" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია, რადგან ბოლო წლებში დედაქალაქური კლუბი შვიდიდან შვიდ მატჩში ჰყავს დამარცხებული.

* * *
"გლადბახი" ყველანაირად ეცდება,
საჩუქარი გაუკეთოს "ბაიერნს", რადგან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქულები ჰაერივით სჭირდება.

ლუსიენ ფავრის გუნდმა წინა ტურში "აინტრახტს" ვერ მოუგო და "ლევერკუზენს" დაწევის საშუალება მისცა. ამიტომაც ახლა "ვოლფსბურგის" დამარცხება აუცილებელია. "ბორუსიას" საქმეს გაუადვილებს ის, რომ ტრავმის გამო "მგლების" ლიდერი კევინ დე ბრუინი არ იქნება მოედანზე.

"გლადბახის" კონკურენტი "ლევერკუზენი" რაინის დერბიში სტუმრად შეხვდება "კიოლნს". სავარაუდოდ, ეს მძიმე შეხვედრა იქნება, რადგან "ბაიერმა" დაცვაში კარგი თამაში ისწავლა, "კიოლნმა" კი ამ სეზონში 11 მატჩში არ გაუშვა გოლი.

მაგრამ ეს პრინციპული დერბია, რომელშიც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მაგალითად, პირველ წრეში "ფარმაცევტებმა" ამ სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას, "კიოლნის" მეკარე ჰორნს ხუთი გოლი გაუტანეს და 5:1 მოიგეს.

არ არის გამორიცხული, დაახლოებით იგივე ამჯერადაც მოხდეს, რადგან როჯერ შმიდტის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია - მას ზედიზედ შვიდი მატჩი აქვს მოგებული. ერთი ცუდი ამბავი "ბაერისთვის" ის არის, ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა გონსალო კასტრომ. სამაგიეროდ, ისევ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს კისლინგი, რომელმაც ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

* * *
ბოლო ხუთ ტურში საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. "ჰანოვერი", რომელსაც 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ახალი მწვრთნელით ხვდება "ჰოფენჰაიმთან" მატჩს - თაიფუნ ქორქუთი მიხაელ ფრონცეკმა შეცვალა.

წელს ბუნდესლიგაში მწვრთნელის შეცვლა კარგად მუშაობს და შეიძლება "ჰანოვერსაც" გაუმართლოს და პირველი მატჩი მოიგოს მეორე წრეში.

თუმცა მასპინძლებს მოტივირებული მეტოქე ეყოლებათ - "ჰოფენჰაიმმა", მართალია, ბოლო სამი მატჩი წააგო, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ევროპალიგაზე მოხვედრის შანსს. სტუმრებისთვის ცუდი ის არის, რომ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს კევინ ფოლანდი.

"ჰამბურგში" არ გაამართლა ორი ახალი მწვრთნელის მისვლამ. კნებელმა ორიდან ორი მატჩი წააგო, მისმა შემცვლელმა ლაბადიამ კი წინა ტურში დათმო შეხვედრა "ვერდერთან". "ჰამბურგი" 9 ტურია ვერ იგებს, ბოლო 5 მატჩი წააგო და 6 ტურია არ გაუტანია.

"ჰამბურგელები მოყვარულების დონეზეც ვეღარ თამაშობენ", - განაცხადა წარსულში ცნობილმა მეკარემ ული შტაინმა და რთულია, მას არ დაეთანხმო. "ჰამბურგს" საკადრო პრობლემებიც აქვს - რამდენიმე ტრავმირებულს დისკვალიფიცირებული ჰოლტბი და ბეჰრამი ემატებიან.

ტურის ერთ-ერთი პრინციპული დაპირისპირება "შტუტგარტსა" და "ფრაიბურგს" შორის იქნება. "შვაბებისთვის" ამ მატჩში სამ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - მეტოქეს ქულებით გაუთანაბრდებიან და, შესაძლოა, გასავარდნ ზონას დააღწიონ თავი.

მასპინძლების მთავარი იმედი დანიელ გინჩეკი იქნება, რომელმაც ბოლო ოთხ ტურში ხუთი გოლი გაიტანა.

და მაინც, "ფრაიბურგის" დამარცხება ძალიან რთული იქნება. მართალია, ამ გუნდმა წინა ტურში შინ "მაინცთან" წააგო, მაგრამ იმდენი მომენტი შექმნა, რომ შეეძლო, დიდი ანგარიშით მოეგო. თან შტრაიხის გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში სამჯერ არ წააგო და კარგ შემტევ თამაშს აჩვენებს.

ბუნდესლიგა. XXX ტური
პარასკევი. 24 აპრილი
მაინცი-შალკე 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლემენსი, ჰოფმანი, ნედელევი - გიფერი, აიჰანი, უჩიდა, ობასი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 მატჩი: +3=4-10 (13-29)

შაბათი. 25 აპრილი
დორტმუნდი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ანდერსონი, ოშჩიპკა
ტრავმა: კელი, შაჰინი, კირხი, პიშჩეკი - მაიერი, რუსი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 მატჩი: +39=16-28 (153-112)

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰ. საკაი, გიულსელამი - ბეკი, ფოლანდი
ტრავმა: ბიტენკურტი, მილერი, ჰოფმანი, ა. ზობიხი - შტოლცი, ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +3=2-8 (16-29)

შტუტგარტი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: სერეი დიე - კრმაში
ტრავმა: არავინ
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +19=2-10 (51-37)

ჰამბურგი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ბეჰრამი, ჰოლტბი
ტრავმა: კლებერი, დიკმაიერი, გრინი - კალსენ-ბრაკერი, რაინჰარდტი, კაიუბი, მორავეკი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +1=1-5 (5-10)

კიოლნი-ლევერკუზენი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოლკოვსეი, დეივერსონი, ჰელმესი - გონსალო კასტრო, კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 მატჩი: +13=21-21 (74-86)

ბაიერნი-ჰერტა 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტარკე, ალაბა, ბენატია, ხავი მარტინესი, რიბერი, ბადშტუბერი - გერსბეკი, იარშტეინი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი, ჰოსოგაი, შიბერი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 მატჩი: +34=16-9 (141-68)

კვირა. 26 აპრილი
პადერბორნი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბურხერტი, ბერტელსი, ვემერი, მეჰა, დუკში - ვესტერგაარდი, ბუში, კალდიროლა, გარსია, ბარტელსი, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-4)

გლადბახი-ვოლფსბურგი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტრანცლი - დე ბურინი, შიურლე, ჰანტი, ფელიპე
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 მატჩი: +8=4-17 (34-51)

ბომბარდირები:
19 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ბას დოსტი (ვოლფსბურგი), თომას მიულერი (ბაიერნი); 12 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი), შინჯი ოკაზაკი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული