ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: "ბაიერნი" თავს უნდა გაუფრთხილდეს!

AutoSharing Option
ბუნდესლიგამ ამჯერად პარასკევს დაისვენა, შესაბამისად, შაბათს შვიდი მატჩი გაიმართება, კვირას კი - ტრადიციულად ორი.

სუფთა სპორტული თვალსაზრისით ყველაზე საინტერესო "ჰოფენჰაიმისა" და "დორტმუნდის" დუელია - ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ამ კლუბებს შორის ევროპალიგის საგზურისთვის. ასევე მნიშვნელოვანია "ფრაიბურგისა" და "პადერბორნის" დუელი, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი "ლევერკუზენისა" და "ბაიერნის" ჯახია - შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმა ჩემპიონობა გაინაღდეს, ოთხშაბათს კი "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ელით.

დარჩება "შალკე" ევროპის მიღმა?
"შალკე" ჯერ კიდევ საუკეთესო ხუთეულშია, მაგრამ ბოლო დროს საქმეები იმდენად ცუდად მისდის,
რომ გელზენკირხენელებს უკვე ექვსეულს მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრებათ - თანაც, საკმაოდ სერიოზული. საქმე ისაა, რომ "შალკემ" ბოლო ათი მატჩიდან ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი მოიგო, უკანასკნელ 6 შეხვედრაში კი ერთხელაც არ გაუმარჯვია.

გელზენკირხენული კლუბის კრიზისის სავიზიტო ბარათი თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი გახლავთ, რომელსაც 1187 წუთია, გოლი არ გაუტანია.

უკანალი თუ არ გავანძრიეთ, ევროპალიგაც გვერდზე დაგვრჩებაო, ამბობს კაპიტანი ბენედიქტ ჰიოვედესი. მას მწვრთნელი რობერტო დი მატეოც ეთანხმება და ამიტომაც წაასხა შეგირდები 4-დღიან შეკრებაზე.

ამ ტურში "შალკე" ბოლო ადგილზე დაქვეითებულ "შტუტგარტს" მასპინძლობს. გამარჯვება შვაბებსაც სასტიკად სჭირდებათ და ფაქტია, რომ "შტუტგარტი" იოლად არაფერს დათმობს.

"აუგსბურგიც" კრიზისშია
მთლად შალკესნაირი არა, მაგრამ კრიზისული პერიოდი დაუდგა "აუგსბურგსაც", რომელიც ევროპალიგისკენ მძლავრად მიიწევდა, მაგრამ ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ 4 ქულა აიღო და მართალია, ჯერაც მე-6 ადგილზეა, თუმცა ამ პოზიციის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

კარგი ისაა, რომ მარკუს ვაინცირლის გუნდის ბედი მისსავე ხელშია და თუ "კიოლნს" მოუგებს, პოზიციებს გაიმყარებს. მაგრამ "ჰოფენჰაიმი", "დორტმუნდი" და "ვერდერი" მე-6 ადგილისთვის კბილებს ილესავენ...

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი საევროპო ფინალია
31-ე ტურში "ჰოფენჰაიმი" და "დორტმუნდი" ერთმანეთს ხვდებიან და ეს არის ფაქტობრივად მათთვის გადამწყვეტი მატჩი, რაც ძალიან კარგად იციან როგორც "სოფლელებმა", ისე "შავ-ყვითლებმაც".

თუკი "ჰოფენჰაიმისთვის" ევროპალიგის გარეშე დარჩენა ტრაგედია არ იქნება, დორტმუნდელებს ასეთი წარუმატებლობის გადატანა ძალიან გაუჭირდებათ.

თუმცა "ბორუსიამ" შუა კვირაში გერმანიის თასის ნახევარფინალში "ბაიერნი" დაამარცხა და ფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდს ევროპალიგის საგზურის მოპოვება თასიდანაც შეუძლია - თუკი ფინალში "ვოლფსბურგს" დაამარცხებს.

შააფის მეორედ მოსვლა
სხვათა შორის, ექვსეულში მოხვედრასა და ევროპალიგის საგზურის მოპოვებაზე ხელი ჯერ ბრემენელებსაც არ ჩაუქნევიათ. ან კი რატომ უნდა ჩაექნიათ, როცა "ვერდერი" ფინიშამდე 4 ტურით ადრე მე-6 ადგილზე მყოფ "აუგსბურგს" მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

თუმცა თუ "ვერდერს" ამ შანსის შენარჩუნება სურს, საკუთარ მოედანზე "აინტრახტი" უნდა დაამარცხოს - გუნდი, რომელსაც ბრემენელთა ყოფილი თავკაცი თომას შააფი წვრთნის. შააფი ის კაცია, ვინც "ვერდერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1999-დან 2013 წლამდე იმუშავა.

აქვე ვთქვათ, რომ შააფის "აინტრახტს" 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 307 წუთია, რაც ფრანკფურტელებს გოლი არ გაუტანიათ.

"ლევერკუზენს" მესამე ადგილი უნდა, "ბაიერნს" - ჯანმრთელობა
"ლევერკუზენის" უმთავრესი მიზანი სეზონის დასაწყისში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იყო, რასაც "ფარმაცევტებმა" მიაღწიეს კიდეც - მეოთხე ადგილს მათ უკვე ვეღარავინ წაართმევს.

სამაგიეროდ, ლევერკუზენელებს ახლა ახალი ამბიცია გაუჩნდათ: მესამე ადგილის დაკავება, რაც პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას გულისხმობს. და რაკი მესამეადგილოსან "გლადბახს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან, "ფარმაცევტები" ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მიონხენგლადბახელებს მესამე ადგილი წაართვან.

ამისათვის პირველ რიგში "ბაიერნის" დამარცხებაა საჭირო, რომელმაც გერმანიის ჩემპიონობა უკვე გაინაღდა და ფიქრებით მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული, სადაც ოთხშაბათს ნახევარფინალში "ბარსელონას" სტუმრობს.

თანაც, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მიუნხენელებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ჰყავთ დაშავებული, პეპ გვარდიოლას ბიჭებს "ლევერკუზენთან" სისხლისღვრა არ უნდა აწყობდეთ.

სავარაუდო შემადგენლობები:
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰილბერტი, თოფრაქი, იედვაი, ვენდელი - ლ. ბენდერი, როლფესი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი - კისლინგი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ვაიზერი - შვაინშტაიგერი, როდე - თ. მიულერი, გიოტცე, კურტი - პისარო

ბუნდესლიგა. XXXI ტური
შაბათი. 2 მაისი
შალკე-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰლუშეკი
ტრავმა: გიფერი, აიჰანი, უჩიდა, ჰიოგერი, ობასი, სემი - გრუესო, კიზევეტერი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +33=14-42, (111:145)

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: შტინდლი (ჰანოვერი)
ტრავმა: ფელიპე, ჰანტი - მილერი, ჰოფმანი, პანდერი, სტანკევიჩუსი, ბიტენკური, ა. ზობიეხი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +13=3-9, (42:37)

აუგსბურგი-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, ფრამბერგერი, რაინჰარდტი, კაიუბი, მორავეკი, შ. პარკერი - ოლკოვსკი, დეივერსონი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=0-1, (4:5)

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: შტრობლი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: ზიულე - პიშჩეკი, კირხი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=4-5, (17:18)

ვერდერი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: მადლუნგი (აინტრახტი)
ტრავმა: კალდიროლა, გალვესი, გარსია, ვესტერგაარდი, ბარტელსი, ლორენცენი - კინსომბი, ა. მაიერი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +38=19-32, (142:131)

ფრაიბურგი-პადერბორნი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰაინლოთი, ვრანჩიჩი (ორივე პადერბორნი)
ტრავმა: ბერტელსი, მეჰა, დუკში (ყველა პადერბორნი)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (1:1)

ლევერკუზენი-ბაიერნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კ. პაპადოპულოსი, კასტრო, რ. კრუსი - შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, რიბერი, რობენი, ლევანდოვსკი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 თამაში: +15=14-42, (85:136)

კვირა. 3 მაისი
მაინცი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰოფმანი, ნედელევი, კასტილიო - კლებერი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +5=5-7, (20:22)

ჰერტა-გლადბახი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იარშტაინი, ბაუმიოჰანი, ბეერენსი, ჩიგერჩი, შიბერი - შტრანცლი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 თამაში: +21=14-18, (85:80)

ბომბარდირები:
19 - ალექს მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი), ბას დოსტი (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული