დორტმუნდის "ბორუსია": ჰუმელსი რჩება, გიოტცე ბრუნდება?

AutoSharing Option
საინტერესო ამბები ვრცელდება დორტმუნდის "ბორუსიიდან". ამ გუნდში კვლავაც იმედოვნებენ ცენტრალური მცველის, მატს ჰუმელსის შენარჩუნებას, რომლითაც ინგლისური გრანდები არიან დაინტერესებულნი.

გარდა ამისა, გუნდში შეიძლება დაბრუნდეს მარიო გიოტცე, რომელიც "დორტმუნდის" ფანებმა, ფაქტობრივად, ანათემას გადასცეს "ბაიერნში" გადასვლის გამო.

"ბილდის" მიერ გავრცელებული ჭორების თანახმად, მუნდიალის გმირს გაცვლიან ილქაი გიუნდოგანში, რომელმაც არ გააგრძელა კონტრაქტი "ბორუსიასთან" და სხვაგან გადასვლის სურვილი გამოთქვა. თუმცა "დორტმუნდი" უარყოფს რაიმე წინადადებას გიოტცეს ტრანსფერთან დაკავშირებით, ხოლო სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა განაცხადა, რომ ამის შესახებ პირველად ესმის.

* * *
ამასობაში გაირკვა, რომ "ბორუსიის"
შემტევმა ნახევარმცველმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ "ჰოფენჰაიმთან" ბოლო ტურში კუნთი დაიზიანა და ამის გამო ვერ შეძლებს ბუნდესლიგის უახლოეს ორ მატჩში თამაშს - "ჰერტასა" და "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული