Kicker: ფრანკ რიბერი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ფეხბურთელი ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, - იტყობინება Kicker-ი.

რიბერი ძალიან გაბრაზებულია საკუთარი ტრავმის გამო, რომელიც თამაშის საშუალებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ტერფის დაზიანების გამო ფრანგი მოედანზე 11 მარტის მერე არ გამოჩენილა. რიბერი იძულებულია, სპეციალური ფეხსაცმელი ატაროს, რომ ფეხი მოურჩეს.

"ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან დიდი გეგმები მქონდა. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რომ სწრაფად დავბრუნებულიყავი, მაგრამ ტერფის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. ეს მაგიჟებს!", - თქვა რიბერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული