გელზენკირხენის "შალკეში" წმენდა დაიწყო

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ბოლო ტურში "კიოლნთან" წაგების (0:2) შემდეგ "შალკეს" გენერალური მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ცოფებს ყრიდა თავისი გუნდის თამაშის გამო. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის ბოლო რვა მატჩში რობერტო დი მატეოს შეგირდებმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს.

"საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ ასე თამაშის უფლება, - განაცხადა "ბილდთან" კომენტარში ჰელდტმა. - ეს მატჩი ბოლო წვეთი იყო. არ ვიცი, უახლოესი 14 დღის განმავლობაში ყველა ფეხბურთელი შეძლებს თუ არა გუნდში ადგილის შენარჩუნებას. ვნახოთ, ვინ როგორ არის მზად და თუ მივხვდებით, რომ ვიღაცას არ შეუძლია სათანადოდ ვარჯიში,
მას კლუბის დატოვება მოუწევს".

ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გამოცხადდა, რომ "შალკემ" გააუქმა კონტრაქტები ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგთან და ფორვარდ სიდნი სემთან. ამ ფეხბურთელებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად ეძებონ ახალი კლუბები. გარდა ამისა, სანქცია შეეხო ნახევარმცველ მარკო ჰიოგერს - ის კვირამდეა ჩამოცილებული სავარჯიშო პროცესს.

წლევანდელ სეზონში ბოატენგმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, სემმა - 16 მატჩი, თუმცა გოლი არც ერთს არ გაუტანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული