დორტმუნდის "ბორუსია": გაისი მოდის, მხითარიანი რჩება

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" შეთანხმებას მიაღწია "მაინცთან" ნახევარმცველ იოჰანეს გაისის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა კლუბების წარმომადგენლები ოფიციალურად ამ ამბავს არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ადრე გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია "ბორუსიის" მომავალი მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის სურვილის შესახებ - "დორტმუნდში" გადაიყვანოს "მაინცის" რამდენიმე ფეხბურთელი. ტუხელი ადრე ამ კლუბის დამრიგებელი იყო.

ტრანსფერის სავარაუდო თანხა 15-20 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 34 ოფიციალურ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

ამასობაში, გერმანულ პრესაში წერენ იმის შესახებ, რომ სომხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა, შესაძლოა, არ
დატოვოს "დორტმუნდი" ამ სეზონის შემდეგ.

მთელი მიმდინარე სეზონის განმავლობაში იყო საუბრები იმაზე, რომ მხითარიანი დატოვებდა "ბორუსიას". მიზეზად ასახელებდნენ ფეხბურთელის ცუდ ფორმას - 25 მატჩში ნახევარმცველმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მიუხედავად ამისა, "ბილდი" იტყობინება, რომ ტომას ტუხელს სურს 26 წლის ნახევარმცველის შენარჩუნება. თავად მხითარიანი არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ვარაუდს: "მოქმედი კონტრაქტი მაქვს კლუბთან. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული