ელჯერო ელია ბრემენის "ვერდერში" დაბრუნებას გამორიცხავს

AutoSharing Option
ჰოლანდიელი გარემარბი ელჯერო ელია არ აპირებს "ვერდერში" დაბრუნებას და ახალი კლუბის ძიებას იწყებს.

როგორც იცით, ელია ზამთარში იჯარის წესით გადავიდა ბრემენული კლუბიდან "საუთჰემპტონში. მაშინ ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ "ვერდერის" მენეჯმენტს არ სურს მისი გუნდში ხილვა.

ელიას "ვერდერთან" კონტრაქტით კიდევ ერთი წელი აკავშირებს, თუმცა "საუთჰემპტონმა" ჯერ ვერ გადაწყვიტა, ღირს თუ არა 28 წლის შემტევის კონტრაქტის გამოსყიდვა.

"ძალიან მინდა რონალდ კუმანის გუნდში დარჩენა, მაგრამ გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა მიიღებს. "ვერდერში" არც ერთ შემთხვევაში არ დავრჩები და სხვა ვარიანტებს მოვძებნი", - განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

ელიამ
"საუთჰემპტონის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული