სად წავა კევინ-პრინს ბოატენგი?

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, გელზენკირხენის "შალკეს" ხელმძღვანელობამ კონტრაქტი გაწყვიტა შემტევ ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგთან, რის შემდეგაც ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

განის ნაკრების მოთამაშეს უკვე გამოუჩნდა ორი მსურველი. ერთ-ერთია რომის "ლაციო", რომელიც მზად არის, ბოატენგთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმოს და წელიწადში 2.2 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მეორე გუნდი, რომელიც ექსშალკელზე პრეტენზიას აცხადებს, თურქული გრანდი "გალათასარაია". ეს გუნდი უკვე გავიდა ფეხბურთელთან კონტაქტზე და წინასწარი თანხმობაც მიიღო ტრანსფერზე.

28 წლის ბოატენგმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ოთხი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული