მიუნხენის "ბაიერნში" უკვე ჩხუბობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის, აგრეთვე, გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "ბაიერნში" საერთოდ აირია მონასტერი. სამდღიანი პაუზის შემდეგ ჩატარებულ პირველ ვარჯიშზე კონფლიქტი წარმოიშვა ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისა და მცველ ჯერომ ბოატენგს შორის.

სპარინგის დროს ბოატენგმა ზედმეტად ხისტად ითამაშა ლევანდოვსკის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ფეხბურთელებს შორის კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. პარტნიორები მეჰდი ბენატიამ, რაფინიამ და ფილიპ ლამმა გააშველეს.

მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ვადაზე ადრე გაუშვა ბოატენგი და ლევანდოვსკი გასახდელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბაიერნის ცნობილი სინდრომი - იგებენ თავები კაცები გონიათ და თავს დაბლა აღარ წევენ. აგებენ - აბრალებენ მწვრთნელს ან ერთმანეთს და ჩხუბობენ. ჰაინკესის დროს რიბერიმ და რობენმა ერთმანეთს ფინგალები აკიდეს. მერე მიულერი ჩააფინგალა რომელიღაცამ ეხლა კიდე ესენი. და მერე ბარსელონას ედრებიან სადაც მსგავსი რამ არ მომხდარა ათეული წელია.
coco
10:54 21-05-2015
0
ბაიერნი მაგარ კრიზიშია:::::::::::::::::
guro
11:46 21-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული