მიუნხენის "ბაიერნში" უკვე ჩხუბობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის, აგრეთვე, გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "ბაიერნში" საერთოდ აირია მონასტერი. სამდღიანი პაუზის შემდეგ ჩატარებულ პირველ ვარჯიშზე კონფლიქტი წარმოიშვა ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისა და მცველ ჯერომ ბოატენგს შორის.

სპარინგის დროს ბოატენგმა ზედმეტად ხისტად ითამაშა ლევანდოვსკის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ფეხბურთელებს შორის კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. პარტნიორები მეჰდი ბენატიამ, რაფინიამ და ფილიპ ლამმა გააშველეს.

მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ვადაზე ადრე გაუშვა ბოატენგი და ლევანდოვსკი გასახდელში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ალბათ უთხრა "ლევანამ",მესისთან გამოგეჩინა ეგეთი სიხისტე და უხეშობა,საჯდომზე რომ მოგვსაო... :)
Zaza
18:34 21-05-2015
0
ბავარიაზე გეთანხმები კოკო
მარა ბარსაში არ იყო იბრა და გვარდიოლა რო ჩხუბობდნენ სულ?
0

სიახლეები პოპულარული