კლოპის აგენტმა მარკ კოსიცკემ უარყო სენსაციური ახალი ამბავი იმის შესახებ, თითქოს გერმანელმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
"რეალი" დიდი კლუბია, მაგრამ მადრიდთან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა", - განაცხადა კოსიცკემ.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორი დღის წინანდელი ინფორმაციის წყარო - Radio Deutschland თურმე საერთოდ არ არსებობს. ამის შესახებ თავის "ტვიტერზე" დაწერა The Guardian-ისა და ESPN-ის ცნობილმა ჟურნალისტმა რაფაელ ჰონიგშტაინმა, რომელიც გერმანულ ფეხბურთზე სპეციალიზდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური