კლოპზე მწარედ მოგვატყუეს? - Radio Deutschland თურმე საერთოდ არ არსებობს

AutoSharing Option
"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის "რეალში" სავარაუდო გადასვლის შესახებ ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.

კლოპის აგენტმა მარკ კოსიცკემ უარყო სენსაციური ახალი ამბავი იმის შესახებ, თითქოს გერმანელმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

"რეალი" დიდი კლუბია, მაგრამ მადრიდთან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა", - განაცხადა კოსიცკემ.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორი დღის წინანდელი ინფორმაციის წყარო - Radio Deutschland თურმე საერთოდ არ არსებობს. ამის შესახებ თავის "ტვიტერზე" დაწერა The Guardian-ისა და ESPN-ის ცნობილმა ჟურნალისტმა რაფაელ ჰონიგშტაინმა, რომელიც გერმანულ ფეხბურთზე სპეციალიზდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული