მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ მანუელ ნოიერმა "მაინცთან" (2:0) გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში რეკორდი დაამყარა.

მიმდინარე სეზონში 29 წლის გერმანელმა მეკარემ ბუნდესლიგის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 20 მატჩში ნოიერმა კარი მშრალად შეინახა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

ამ მაჩვენებლით ნოიერმა "ბაიერნის" ლეგენდარულ მეკარეს ოლივერ კანს აჯობა, რომელმაც 2001/02 წლების სეზონში 19-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

გარდა ამისა "ბაიერნმა" მიმდინარე სეზონში 34 მატჩიდან 22-ში გოლი არ გაუშვა, რაც ასევე რეკორდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული