გერმანია. ბუნდესლიგა. ბოლო ტური: ბობოლების გადარჩენა [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბაიერნმა" მხოლოდ 18 გოლი გაუშვა ჩემპიონატში, რითაც გაიმეორა 2012-13 წლების სეზონში დამყარებული საკუთარი რეკორდი. გარდა ამისა, 22 "მშრალი" მატჩით რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა.

* ბასტიან შვაინშტაიგერმა მე-500 ოფიციალური მატჩი ჩაატარა "ბაიერნის" შემადგენლობაში. მან 45-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში და ბავარიული კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ფრანც ბეკენბაუერს დაეწია.

* შვაინშტაიგერი კარიერაში მერვედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. ის ბუნდესლიგაში გამარჯვებებით გაუთანაბრდა რეკორდსმენებს - ოლივერ კანსა და მეჰმეთ შოლს.

* "შტუტგარტის" დამრიგებელმა ჰუუბ სვეტენსმა 150-ე მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში.

* "ვოლფსბურგმა" ამ სეზონში
17 მატჩში გაიტანა გოლი საწყის 15 წუთში.

ბუნდესლიგის 2014-15 წლების სეზონი დასრულდა, რომელმაც ასეთი შედეგები მოიტანა: ჩემპიონი "ბაიერნია"; ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ "ვოლფსბურგი" და "გლადბახი", ამავე ტურნირის საკვალიკაციოზე იქნება "ლევერკუზენი"; ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა "აუგსბურგმა", ხოლო საკვალიფიკაციოში "შალკესა" და "დორტმუნდს" ვიხილავთ; ბუნდესლიგას ტოვებენ "ფრაიბურგი" და "პადერბორნი", ხოლო ლიგაში დასარჩენ პლეი ოფში "ჰამბურგი" მიიღებს მონაწილეობას; ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 19 გოლით "აინტრახტის" ფორვარდი ალექს მაიერი გახდა, რომელმაც ბოლო რვა ტური ტრავმის გამო გამოტოვა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აუტსაიდერების მინიტურნირი
"ჰამბურგი" ისევ გადაურჩა მეორე ბუნდესლიგაში გავარდნას, მაგრამ მისთვის სეზონი არ დასრულებულა. ისევე, როგორც გასულ წელს, ელიტური დივიზიონის მუდმივ ბინადარს პლეი ოფის თამაში მოუწევს მეორე ლიგის მესამე გუნდთან - "კარლსრუესთან". პირველი მატჩი 28 მაისს ჰამბურგში გაიმართება, საპასუხო - 1-ელ ივნისს კარლსრუეში.

ბრუნო ლაბადიას გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა - პარალელურად მიმდინარე მატჩში "ჰანოვერსა" და "ფრაიბურგს" ფრე რომ ეთამაშათ, "ჰამბურგი" უკვე მეორე ბუნდესლიგაში იქნებოდა. მაგრამ მასპინძლებმა თავისი საქმე გააკეთეს - ოლიჩისა და რაიკოვიჩის გოლებით "შალკეს" მოუგეს, "ჰანოვერმა" კი "ფრაიბურგი" დაამარცხა.

"პადერბორნსაც" რომ ეყოჩაღა და "შტუტგარტისთვის" ქულები წაერთმია, "ჰამბურგს" პლეი ოფის თამაშიც არ მოუწვდა. "შვაბებმაც", რომლებმაც ბუნდესლიგის 52-წლიან ისტორიაში მხოლოდ ორი ტურნირი გამოტოვეს, გვარიანად ანერვიულეს საკუთარი გულშემატკივარი.

"შტუტგარტმა" თავისი ამოცანა მკაფიოდ იცოდა - მოგების შემთხვევაში ინარჩუნებდა ადგილს პირველ ბუნდესლიგაში, მაგრამ უკვე მეოთხე წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდა - "პადერბორნი" ვუჩინოვიჩმა დააწინაურა. ასეთ დროს ნერვიულობასთან გამკვლავება ძალიან რთულია, თუმცა აქ თავი იჩინა "შტუტგარტის" ფეხბურთელების უფრო მაღალმა კლასმა, რასაც მეტოქის შეცდომაც დაემატა და დიდავიმ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ასე დასრულდა პირველი ტაიმი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ სხვა ქალაქებში არაფერი შეიცვლებოდა, "შტუტგარტს" პლეი ოფის თამაში მოუწევდა.

მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ჰამბურგში ოლიჩმა გაიტანა და ონლაინ ცხრილში "შვაბებმა" მე-17 ადგილზე გადაინაცვლეს, საიდანაც მხოლოდ ერთი გზაა - მეორე ბუნდესლიგისკენ. ეს კი ჰუუბ სტევენსის გუნდის გეგმებში არ შედიოდა. 72-ე წუთზე ბრწყინვალე სლალომით გაიკვლია გზა "პადერბორნის" კარისკენ გინჩეკმა და შესანიშნავი გოლი გაიტანა - მეშვიდე ბოლო ცხრა მატჩში და ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერაში. ამ გოლით "შტუტგარტი" ბუნდესლიგაში დარჩა, "პადერბორნმა" კი მხოლოდ ერთი წელი გაძლო გერმანული ფეხბურთის ელიტაში და ისევ მეორე ბუნდესლიგაში გადაინაცვლა. საინტერესოა, რომ სტევენსის გუნდმა ბოლო ორ ტურში 0:1-დან მოიგო მატჩები, თანაც უშუალო კონკურენტებთან ("ჰამბურგი" და "პადერბორნი").

"პადერბორნის" ბედი გაიზიარა "ფრაიბურგმა", რომელიც ტურის წინ, აუტსაიდერებს შორის ყველაზე მომგებიან სიტუაციაში იყო - ფრე ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებდა ლიგაში. მაგრამ შტრაიხის გუნდმა დებიუტშივე გაუშვა და მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო გატანა, მაგრამ იმ დროისთვის ანგარიში უკვე 0:2 იყო. "ჰანოვერმა" მხოლოდ ორი მატჩი მოიგო მეორე წრეში და ეს საკმარისი აღმოჩნდა ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

კლოპის გამოსათხოვარი მატჩი
ევროპალიგის კვალიფიკაციისთვის მინი-ფინალი ჰქონდა "დორტმუნდს", რომელმაც ეპიზოდებში ძველი დრო გაიხსენა და მხიარული, აზარტული და სწრაფი ფეხბურთით მოაწონა თავი საკუთარ გულშემატკივარს. "ბორუსიას" დიდი ანგარიშით მოგება შეეძლო, მაგრამ ობამეიანგმა და მხითარიანმა ძელს გაარტყეს ბურთი. თუმცა მოგვიანებით, გაბონელმა მაინც გაიტანა სეზონში თავისი მე-16 გოლი, სომეხმა ნახევარმცველმა კი სეზონის ბოლოს აშკარად მოუმატა - ბოლო შვიდ მატჩში "გოლი+პასის" სისტემით 7 ქულა დააგროვა (2 გოლი და 5 შედეგიანი პასი).

"ვერდერთან" მოგებით "ბორუსიამ" გაინაღდა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში, ხოლო თუ 30 მაისს გერმანიის თასის ფინალში "ვოლფსბურგს" დაამარცხებს, რანგით მეორე ევროტურნირზე პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

საფინალო სასტვენის შემდეგ იურგენ კლოპი მინდორზე გავიდა და გულშემატკივრების წინაშე ყვითელი კეპი მოიხადა. ის და ბევრი გულშემატკივარი ცრემლებს ვერ იკავებდა. მოგვიანებით, მწვრთნელმა, რომელმაც ბუნდესლიგაში 238 მატჩში უხელმძღვანელა "დორტმუნდს" და 5 ტიტული მოიპოვა, ამაღელვებელი სიტყვები წარმოთქვა - ჩემთვის ასეთ ფანტასტიკურ კლუბში მუშაობა დიდი პატივი იყოო. შემდეგ კი დაამატა, რომ სხვა პლანეტაზე გაფრენას არ აპირებს და "ბორუსიასთან" კონტაქტს არ გაწყვეტს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"აუგსბურგის" ზღაპრული სეზონი
"აუგსბურგის" ზღაპარი კეთილად დასრულდა. მოკრძალებულმა ბავარიულმა კლუბმა მეხუთე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მოხვდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე. მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ჰაერში აბურთავებდნენ ამ ისტორიული მიღწევის მთავარ ავტორს - 40 წლის მწვრთნელს, მარკუს ვაინცირლს. მაგრამ, სანამ ეს მოხდებოდა, "აუგსბურგს" სტუმრად უნდა დაემარცხებინა "გლადბახი", რომელსაც 14-მატჩიანი წაუგებელი და შინ 9-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. სტუმრებს დაეხმარა მასპინძლების ნახევარმცველი ნორდტვეიტი, რომელიც 61-ე წუთზე გააძევეს მოედნიდან და ამის შემდეგ, "აუგსბურგმა" სამჯერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა.

ვაინცირლის გუნდის გამარჯვებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ "გლადბახი" მოტივაცია არ ჰქონდა - მან წინა ტურში გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

ბუნდესლიგა. ბოლო ტური
23 მაისი
ბაიერნი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (25-პენ), 2:0 შვაინშტაიგერი (48)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ჩაბი ალონსო (53. როდე), ლამი, შვაინშტაიგერი, მიულერი (46. ვაიზერი), გიოტცე, ლევანდოვსკი (73. პისარო).
მაინცი: კარიუსი, ბელი, ბუნგერტი, ნოვესკი, ბენგტსონი, ბროსინსკი (52. ოკაზაკი), გაისი (83. მორიტცი), ბაუმგარტლინგერი, ხაირო, დე ბლასისი, მალი (71. კლემენსი).
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 20(7)-7(5) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 75 000

დორტმუნდი-ვერდერი 3:2
გოლები: 1:0 კაგავა (15), 2:0 ობამეიანგი (17), 2:1 იოზთუნალი (26), 3:1 მხითარიანი (42), 3:2 გებრესელასიე (85)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, დურმი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, კელი (86. ს. ბენდერი), მხითარიანი, კაგავა (81. იოიჩი), როისი (74. იმობილე), ობამეიანგი.
ვერდერი: კასტელსი, ბუში (62. ლორენცენი), ლუკიმია, ვესტერგაარდი, შტერნბერგი (87. პრიოდლი), კროოსი (75. მაკიადი), გერბესელასიე, იუნუზოვიჩი, იოზთუნალი, დი სანტო, ზელკე.
კუთხური: 9-1 ჯარიმა: 11-3 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 22(8)-7(4) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 80 667

გლადბახი-აუგსბურგი 1:3
გოლები: 1:0 რაფაელი (36), 1:1 ჰოიბერგი (72), 1:2 მატავჟი (77), 1:3 მიოლდერსი (90+5)
გლადბახი: ზომერი, კორბი, ბროუერსი, ნორდტვეიტი, ვენდტი, ჯაკა (43. ჰანი), კრამერი, ჰერმანი (64. ჯონსონი), აზარი (84. ტრაორე), რაფაელი, კრუზე.
აუგსბურგი: ჰიტცი, ფოილნერი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, კორი (70. მიოლდერსი), ბაიერი, ესვაინი (59. პარკერი), ტობიას ვერნერი, ჰოიბერგი, ჰალილ ალთინთოფი (53. მატავჟი).
გაძევება: ნორდტვეიტი (61. გლადბახი)
გაფრთხილება: ჯაკა, ჰერმანი, ვენდტი, კრუზე - ჰოიბერგი, კორი
კუთხური: 1-6 ჯარიმა: 13-17 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 10(3)-15(4) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 54 010

აინტრახტი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 სეფეროვიჩი (4), 1:1 ბელარაბი (6), 2:1 მადლუნგი (39)
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო, მადლუნგი, ოშჩიპკა, რუსი, ჰასებე, აიგნერი (81. იგნიოვსკი), შტენდერა (79. ფლუმი), ვალდშმიდტი (69. ვალდესი), სეფეროვიჩი.
ლევერკუზენი: ლენო, ბიონიში, იედვაი (87. როლფესი), ლ. ბენდერი, ვენდელი, რაინარტცი, ჩალჰანოგლუ, ბელარაბი, სონი, ბრანდტი (60. გონსალო კასტრო), კისლინგი (67. დრმიჩი).
გაფრთხილება: ჩენდლერი
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 20-13 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 8(3)-19(7) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 51 500

კიოლნი-ვოლფსბურგი 2:2
გოლები: 1:0 ოსაკო (3), 1:1 ლუიშ გუსტავო (8), 1:2 პერიშიჩი (15), 2:2 კნოხე (61-საკ. კარში)
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (46. პეშკო), ვიმერი, მაროჰი, შვენტო, გერჰარდტი, ლემანი, რისე, ნაგასავა (70. მატუშიკი), უჯა (48. ბრიუკნერი), ოსაკო.
ვოლფსბურგი: გრიუნი, ვიეირინია, კლოზე, კნოხე, შეფერი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი (85. გილავოგი), პერიშიჩი (74. იუნგი), დე ბრუინი, კალიჯური (63. შიურლე), დოსტი.
კუთხური: 4-8 ჯარიმა: 14-8 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 12(3)-15(5) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 49 200

ჰამბურგი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 ოლიჩი (49), 2:0 რაიკოვიჩი (58)
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი (82. დიკმაიერი), ჯურუ, რაიკოვიჩი, ოშტრჩოლეკი, დიასი, კაჩარი, ილიჩევიჩი, ჰოლტბი, ლასოგა (27. რუდნევსი), ოლიჩი (88. ირაჩეკი).
შალკე: ფერმანი, ფრიდრიხი, მატიპი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი, ნოიშტედტერი (62. გორეტცკა), ფარფანი, ჰიოგერი, მაიერი (73. ჩუპო-მოტინგი), ლ. სანე (57. დრაქსლერი), ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: დიასი - კოლაშინაცი, ჰიოგერი
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 15-18 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 11(4)-11(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 57 000

ჰანოვერი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 კიიოტაკე (3), 2:0 კრმაში (84-საკ. კარში), 2:1 პეტერსენი (90+2)
ჰანოვერი: ცილერი, შმიდებახი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, ს. სანე, ანდრეასენი (82. ფელიპე), შტინდლი, კიიოტაკე (82. სტანკევიჩუსი), პრიბი (34. ქარამანი), ბრიანი.
ფრაიბურგი: ბიურკი, მუიჯა, კრმაში, მიტროვიჩი, გიუნტერი, ჰიოფლერი, დარიდა (83. ფრანტცი), შმიდი, კლაუსი (69. პეტერსენი), გუედე (76. ფილიპი), მეჰმედი.
გაფრთხილება: შმიდებახი, ბრიანი, შულცი - მიტროვიჩი, კრმაში
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 16-15 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 11(6)-9(5) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 49 000

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 მოდესტე (8), 1:1 ბეერენსი (72), 2:1 რობერტო ფირმინო (80)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, აბრაჰამი, ტოლიანი, შვეგლერი, პოლანსკი, ფოლანდი, რუდი, რობერტო ფირმინო (87. ამირი), მოდესტე (82. ელიუნუსი).
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეიტინგა, ლანგკამპი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი, ჰარაგუჩი (85. ვაგნერი), ნ. შულცი, შტოკერი (78. ჰოსოგაი), კალუ (64. ბეერენსი).
გაფრთხილება: შტრობლი, რუდი - შტოკერი, ბურხერტი
კუთხური: 1-2 ჯარიმა: 14-18 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 16(5)-4(1) ბურთის ფლობა: 68%-32%
მაყურებელი: 30 150

პადერბორნი-შტუტგარტი 1:2
გოლები: 1:0 ვუჩინოვიჩი (4), 1:1 დიდავი (36), 1:2 გინჩეკი (72)
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი (46. ვემერი), შტროდიკი, ჰიუნემაიერი, ჰარტერცი, ბაკალორცი (46. რუპი), ვრანჩიჩი, ვუჩინოვიჩი (76. კოჩი), კაჩუნგა, შტოპელკამპი, ლაკიჩი.
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტლი, რიუდიგერი, კლაინი, სერეი დიე, გენტნერი, ჰარნიკი, დიდავი (69. მაქსიმი), კოსტიჩი (90+3. ტიმო ვერნერი), გინჩეკი.
გაფრთხილება: შტოპელკამპი, ლაკიჩი - გინჩეკი, კოსტიჩი
კუთხური: 2-8 ჯარიმა: 12-18 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 15(5)-18(3) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 15 000

ბომბარდირები: 19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი), ლევანდოვსკი (ბაიერნი); 16 - დოსტი (ვოლფსბურგი), ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - დი სანტო (ვერდერი), მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული