47 წლის სპეციალისტმა, რომელმაც ბოლო სეზონი აშკარად ჩააგდო, განაცხადა, რომ ერთწლიან შესვენებას იღებს ფეხბურთისგან. ზუსტად ისე, როგორც ეს ხოსეპ გვარდიოლამ გააკეთა, როცა 2012 წელს "ბარსელონადან" წავიდა და ერთი სეზონი დაისვენა.
"დორტმუნდში" შვიდწლიანი ინტენსიური და ემოციური შრომის შემდეგ უნდა დავისვენო. თავიდან "დავიტვირთო", რომ ახალი მოტივაციით ჩავუდგე სათავეში ჩემს ახალ გუნდს. მოკლედ, ვისვენებ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაცხადებ, რას ვაპირებ მომავალში".