- მიუნხენელებისთვის პირველი გოლი "ალიანც არენაზე" სებასტიან დაისლერმა გაიტანა, როცა "ბაიერნი" სტადიონის გახსნის მატჩში გერმანიის ნაკრებს ხვდებოდა (4:2).
- მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის რანგში "ალიანც არენაზე" ექვსი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის მუნდიალის გახსნის მატჩი გერმანიასა და კოსტა რიკას ნაკრებებს (4:2) შორის, აგრეთვე პორტუგალიისა
- "ბაიერნის" გამარჯვება "ჰამბურგზე" 8:0 (2015 წლის თებერვალი) დღეისთვის ყველაზე დიდი ანგარიშია "ალიანც არენას" ისტორიაში.
- 2013 წლის მარტში, იმავე "ჰამბურგთან" შეხვედრაში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე გოლების სარეკორდო რაოდენობა გაიტანა. ანგარიში - 9:2.
- 10,12 წამი. სწორედ ამდენი დასჭირდა როი მაკაის იმისთვის, რომ 2007 წლის 7 მარტს, "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალში გაეხსნა ანგარიში. ეს ყველაზე სწრაფი გოლია, რომელიც "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" და ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.
- "ბაიერნის" მხოლოდ 11 მატჩი დასრულდა ნულოვანი ფრით. "ალიანც არენაზე" გოლები პრაქტიკულად გარანტირებულია.
- მოგებათა საუკეთესო ბალანსი "ვოლფსბურგთან" არის მიღწეული. საშინაო ოფიციალურ მატჩებში მიუნხენელებმა ზედიზედ 12-ჯერ დაამარცხეს ჩრდილოელები.
- "არენას" ისტორიაში მაყურებელი 18 ავტოგოლის მოწმე გახდა. აქედან 11 მასპინძლების ანგარიშზე მოდის.
- ფრანკ რიბერიმ მშობლიური სტადიონის მინდორზე 52 საგოლე პასი შეასრულა. ეს საუკეთესო შედეგია კლუბის ყველა ფეხბურთელს შორის.
- ფორვარდ მარიო გომესს 66 გოლი აქვს გატანილი "ალიანც-არენაზე" ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში. "ბაიერნისთვის" ეს რეკორდია. შემდეგ მოდიან არიენ რობენი (63) და ფრანკ რიბერი (58).
- ანთებული "ალიანც-არენას" შემჩნევა უღრუბლო ღამეში 75 კილომეტრიდან არის შესაძლებელი.
- ფილიპ ლამმა "არენაზე" 206 მატჩი ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია. აქედან კაპიტანმა 151 შეხვედრაში გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილებზე არიან - ბასტიან შვაინშტაიგერი (194 მატჩი, 143 მოგება) და ფრანკ რიბერი (148/115).
- სულ "ბაიერნმა" "ალიანც-არენაზე" 249 ოფიციალური მატჩი ჩაატარა: 188 მოგება, 37 ფრე და 24 წაგება.
- ათწლიან ისტორიაში სტადიონზე 471 მატჩი გაიმართა, მათ შორის, "მიუნხენ 1860"-ის შეხვედრები და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის თამაშები.
- საშინაო არენაზე რეკორდმაისტერმა 640 გოლი გაიტანა და მხოლოდ 185 გაუშვა.
- სულ "ალიანც-არენაზე" 1318 გოლი გაიტანეს.
- 2760 რომბისებრი ბალიშით არის დაფარული "არენას" ფასადი. მათგან 1056 ბალიში ღამით სამ ფერს იღებს იმის მიხედვით, რომელი გუნდი თამაშობს - წითელი ("ბაიერნი"), ცისფერი ("მიუნხენ 1860") და თეთრი (გერმანიის ნაკრები). წმინდა პატრიკის დღეს "არენა" მწვანე ფერისაა.
- სტადიონის სტუმრებს სთავაზობენ 9800 საპარკინგე ადგილს ოთხ დონეზე. ეს არის ევროპაში ყველაზე მსხვილი პარკინგი!
- 2013 წლის 29 ივნისს 46 104 მაყურებელი დაესწრო ქალთა ნაკრებების მატჩს. ეს არის ევროპის რეკორდი ქალთა გუნდების მატჩებზე დასწრების მხრივ.
- დაახლოებით 500 ათასი ადამიანი ესტუმრა 2012 წელს გახსნილ "ბაიერნის" მუზეომს - Erlebniswelt-ს.
- ყოველწლიურად "არენას" 4 მილიონი ადამიანი სტუმრობს, რაც თითქმის სამჯერ მეტია ბავარიის მთავარი ღირსშესანიშნაობის - ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრის მნახველების რიცხვზე (1.4 მილიონი).
- 2005 წლიდან სტადიონის სტუმრებმა 6 მილიონი შემწვარი სოსისი, 800 ათასი პორცია კარტოფილი-ფრი, 600 ათასი ფუნთუშა, 500 ათასი ნაჭერი პიცა და 400 ათასი სენდვიჩი მირთვეს.
- 11 მილიონი ნახევარლიტრიანი ბოთლი ლუდი გაიყიდა "ალიანც არენაზე" 10 წლის განმავლობაში. ამას ემატება 5 მილიონი ბოთლი უალკოჰოლო სასმელი (2.5 მილიონი "კოკა კოლაზე" მოდის).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"