"ძალიან მიხარია, რომ ოფიციალურად წარმადგინეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რადგან ყოველთვის ვოცნებობდი, ტოპ-გუნდი გამეწვრთნა.
"ბორუსია" ყოველთვის იყო გერმანიის მოწინავე კლუბი. წარმატება ჩვენს შრომისმოყვარეობასა და სიმამაცეზეა დამოკიდებული.
ვიცი, რომ კლუბის იმედი შეიძლება მქონდეს.
იურგენ კლოპი მეტი იყო, ვიდრე მწვრთნელი. მან დორტმუნდში 7 შესანიშნავი წელი გაატარა", - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი იურგენ კლოპმა დატოვა და გადაწყვიტა, ერთწლიანი შესვენება აიღოს.
აქვე გეტყვით, რომ ტუხელის ბოლო სამუშაო ადგილი "მაინცი" იყო, სადაც ის
რაც შეეხება კლოპს, "ბორუსიამ" მასთან ერთად ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ორჯერ გერმანიის სუპერთასი.