"ვოლფსბურგი": კევინ დე ბრუინი "მგლებში" რჩება

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" ნახევარმცველს, კევინ დე ბრუინს დიდი იმედი აქვს, რომ გაახანგრძლივებს კონტრაქტს "მგლების" ხელმძღვანელობასთან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ბელგიელი ფეხბურთელის ერთ-ერთმა მრჩეველმა დიდიე ფრენეიმ.

"კევინი ბედნიერია "ვოლფსბურგში" და არც უფიქრია რომელიმე სხვა გუნდში გადასვლა, - ამბობს "ბილდთან" კომენტარში ფრენეი. - შევეცდებით, მოვნახოთ კომპრომისი და გავახანგრძლივოთ კონტრაქტი".

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხელფასი კი საგრძნობლად გაიზრდება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში აღნიშნული იქნება დე ბრუინის მინიმალური სატრანსფერო ღირებულება - 50-დან 70 მილიონ ევრომდე.

2014-15 წლების სეზონში დე ბრუინმა 50 ოფიციალური
შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლითა და 25 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა თავის გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული