ფრანკ რიბერი ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი გამოტოვებს 2015-16 წლების სეზონის სტარტს, - წერს გაზეთი "კიკერი".

წყაროს ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა ოთხი კვირის განმავლობაში უნდა ატაროს ფეხზე თაბაშირის სახვევი. თუ ის ივლისის შუაში მოიხსნის თაბაშირს, ოთხი-ექვსი კვირა დასჭირდება, რომ საჭირო კონდიციები აღიდგინოს და მინდორზე დაბრუნდეს.

"ბაიერნი" სეზონისთვის მზადებას პირველ ივლისს დაიწყებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული