"შალკე": ჰიოვედესი დარჩა, დრაქსლერი მიდის?

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკეს" მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა გადაწყვიტა, ამ ზაფხულს არ გამოიცვალოს კლუბი. როგორც "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა განაცხადა, მსოფლიოს ჩემპიონი რჩება გუნდში იმის მიუხედავად, რომ სხვა კლუბებისგან არაერთი საინტერესო შეთავაზება ჰქონდა.

"ჰიოვედესმა სამი წინადადება მიიღო უცხოური კლუბებისგან. და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მან "შალკეს" სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ბენედიქტი - ჩვენი კაპიტანია და ის ძალიან გვჭირდება", - განაცხადა ჰელდტმა.

უფრო ადრე, ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ჰიოვედესს "მეთოფეების" რიგებში გადასვლა შესთავაზა.

* * *
სხვათა შორის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არსენალის"
ინტერესთა სფეროში მოექცა "შალკეს" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი. უახლოეს დღებში ლონდონური კლუბის წარმომადგენელები მოლაპარაკებებს დაიწყებენ 21 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე. გარიგების თანხამ, შესაძლოა, 40 მილიონი ევრო შეადგინოს.

დრაქსლერმა "შალკეში" 116 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 17 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული