არტურო ვიდალი მიუნხენის "ბაიერნს" შეუთანხმდა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტი" ამტკიცებს, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი არტურო ვიდალი მიუნხენის "ბაიერნს" 4-წლიან კონტრაქტზე გაურიგდა.

მიუნხენელები ბასტიან შვაინშტაიგერის შემცვლელად ჩილელ ნახევარმცველს განიხილავენ.

28 წლის ვიდალი წელიწადში 6,5 მილიონ ევროს მიიღებს პეპ გვარდიოლას გუნდში. ახლა საჭიროა გუნდები შეთანხმდნენ - "ბაიერნი" 30 მილიონ ევროს იხდის, "იუვენტუსი" 40 მილიონს ითხოვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული