მიუნხენის "ბაიერნი" ჩინეთში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე მიდის

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის "ბაიერნი" ჩინეთში შეკრებაზე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრება, რისი მიზეზიც ტრავმებია.

გერმანული მედიის ცნობით, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი აზიაში ნახევარმცველების, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე მოემზადება. ჰოლანდიელ ფეხბურთელს კუნთების პრობლემა აქვს, ფრანგმა კი დიდი ხანი არაა, რაც ფეხი თაბაშირისგან გაითავისუფლა.

როგორც ირკვევა, მიუნხენში ასევე დარჩებიან მცველები: დანტე, იან კირხოფი და ჰოლგერ ბადშტუბერი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული