"სამწუხაროდ, შვაინშტაიგერმა ვერ მიაღწია ოპტიმალურ ფორმას მთელი სამი წლის განმავლობაში. ამ წელიწადში ის ერთხელაც არ იყო კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში.
თუმცა ის სერიოზულად არის განწყობილი, "მანჩესტერ იუნაიტედში" საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად მოხდება.
რა თქმა უნდა, ბასტიანი ტოპ-ფეხბურთელია. როცა მას ტრავმები არ უშლის ხელს, ის ერთ-ერთი საუკეთესოა", - თქვა გვარდიოლამ The Telegraph-თან საუბარში.