The Independent-ის ცნობით, გერმანულმა კლუბმა უკვე მიიღო ინგლისელთა წინადადება, ხოლო ტრანსფერის თანხა 21 მლნ ევროს შეადგენს. ახლა "ლივერპულის" წარმომადგენლებს უშუალოდ ფეხბურთელთან მართებთ პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ სომეხი ფეხბურთელის გადაბირება ტურინის "იუვენტუსსაც" სურდა.
მიმდინარე სეზონში მხითარიანმა "ბორუსიას" მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.