მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბაიერნისგან" ნახევარმცველის, თომას მიულერის შეძენას აპირებდა და მის სანაცვლოდ მიუნხენელებს 85 მლნ ევროც შესთავაზა.
"მიულერი "მანჩესტერ იუნაიტედში"? ჩვენ თითოეული მოთამაშე გვჭირდება, ვინც გვყავს. ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აღარაფერი მოხდება", - აქვეყნებს ზამერის ნათქვამს პორტალი Goal-ი.