ახალი ხელშეკრულების ვადა 2019 წლამდე გრძელდება, ხოლო მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2017 წლამდე იყო.
"გვიხარია, რომ ტიაგო კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა. ის ახალგაზრდა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კლუბისთვის", - თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ ალკანტარა "ბაიერნში" 2013 წლიდან თამაშობს.