"ბაიერნი" შინ თამაშობს, თან ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ყოველთვის კარგად ატარებს ჩემპიონატის პირველ წრეს - არასოდეს დამარცხებულა ესპანელის ხელში სეზონის პირველ ნახევარში. თუმცა რეკორდმაისტერს დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები აქვს - ტრავმები აქვთ ბენატიასა და ბადშტუბერს, ხოლო დისკვალიფიცირებულია ბოატენგი. ამიტომაც გვარდიოლას მოედანზე დანტეს გაშვება და სამი მცველის ტაქტიკით თამაში მოუწევს.
რაც შეეხება "ლევერკუზენს", ამ გუნდის დადებითი და უარყოფითი
შეხვედრას ცალკე ინტრიგას მატებს "ბაიერნის" ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელმაც სახელი სწორედ "ლევერკუზენში" გაითქვა. ამ თემაზე ჩილელმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "შაბათს მეგობრობა უნდა დავივიწყოთ".
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ჩაბი ალონსო, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ლამი, ვიდალი - რობენი, მიულერი, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი.
ლევერკუზენი: ლენო - ჰილბერტი, პაპადოპულოსი, ტაჰი, ვენდელი - კრამერი, ლ. ბენდერი - ბელარაბი, ჩალჰანოგლუ - კისლინგი, მეჰმედი.
ციფრები ტურის წინ
ვოლფსბურგი-შალკე* "ვოლფსბურგი" 23 მატჩია საკუთარ მოედანზე არ მარცხდება.
* ორ ტურში 4 ქულა - "ვოლფსბურგის" საუკეთესო სტარტია ბოლო 6 წლის განმავლობაში.
* "ვოლფსბურგს" ზედიზედ სამი მატჩია "შალკე" არ დაუმარცხებია.
შტუტგარტი-აინტრახტი
* "აინტრახტს" 12 მატჩია სტუმრად არ გაუმარჯვია - 3 ფრე, 9 წაგება.
* 21 მარტიდან მოყოლებული, "შტუტგარტის" ფორვარდმა დანიელ გინჩეკმა 11 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
აუგსბურგი-ინგოლშტადტი
* "აუგსბურგი" მეორე ბუნდესლიგაში ოთხჯერ შეხვედრია "ინგოლშტადტს" და 12 შესაძლებლიდან 10 ქულა აიღო. გარდა ამისა, 2009-10 წლების სეზონში გერმანიის თასიდან გამოთიშა ბრძოლას.
კიოლნი-ჰამბურგი
* "კიოლნმა" შარშანდელივით საწყის ორ ტურში 4 ქულა აიღო. "ჰამბურგთან" მოგების შემთხვევაში, საუკეთესო სტარტი ექნება ბოლო 19 წლის განმავლობაში.
* ბრუნო ლაბადიას მწვრთნელის რანგში არასოდეს წაუგია "ჰამბურგის" წინააღმდეგ - 4 მოგება, 3 ფრე.
* "კიოლნის" ფორვარდ ანტონი მოდესტეს "ჰამბურგის" წინააღმდეგ 3 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
* "კიოლნს" თამაშიდან ჯერ გოლი არ გაუშვია - ორჯერვე სტანდარტულებიდან გაუტანეს.
მაინცი-ჰანოვერი
* "მაინცს" 18-დან მხოლოდ 4 მატჩი აქვს მოგებული "ჰანოვერისთვის".
* "ჰანოვერმა" ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოიგო საწყის ორ ტურში თუნდაც ერთი შეხვედრა.
* წინა ტურში "ჰანოვერმა" ვერც ერთი დარტყმა ვერ შეასრულა მეტოქის საჯარიმოს ფარგლებიდან.
დარმშტადტი-ჰოფენჰაიმი
* შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "დარმშტადტს" შინ 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 7 მოგება, 6 წაგება.
* "ჰოფენჰაიმმა" ბოლო 6 გასვლით მატჩში 5 წააგო.
ბაიერნი-ლევერკუზენი
* პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "ბაიერნს" არასოდეს წაუგია მატჩი პირველ წრეში. 36 მატჩში იყო 31 მოგება და 5 ფრე, ბურთების შეფარდებით - 92:14.
* შარშანდელი გათამაშების ცხრილის პირველი ოთხეულის სხვა წევრებთან ("ვოლფსბურგი", "გლადბახი", "ლევერკუზენი") "ბაიერნს" უარყოფითი ბალანსი ჰქონდა - 2 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება (ბურთები: 4:9).
* თომას მიულერი მე-200 შეხვედრას ჩაატარებს ბუნდესლიგაში.
დორტმუნდი-ჰერტა
* ორიდან ორი მოგებით და 8:0 ბურთების შეფარდებით, თომას ტუხელმა "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის რანგში, ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო.
* "დორტმუნდი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ მიუღია საკუთარ კარში. გუნდს, ასევე, ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
* 2006 წლიდან მოყოლებული, "დორტმუნდს" შინ "ჰერტასთან" უარყოფითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
ვერდერი-გლადბახი
* "ვერდერმა" ბოლო 9 მატჩში ერთხელ და ბოლო 5 მატჩში ვერც ერთხელ ვერ მოუგო "გლადბახს".
* "ვერდერს" ლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* ამ გუნდებს შორის ბოლო 24 მატჩში, ყოველთვის მინიმუმ 2 გოლი გადიოდა თამაშში. XXI საუკუნეში არ ყოფილა ფრე - 0:0.
* რაფაელს სამიდან სამივე მატჩში გაუტანია "ვერდერისთვის" (სულ 4 ბურთი).
ბუნდესლიგა. III ტური
პარასკევი. 28 აგვისტო
ვოლფსბურგი-შალკე 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენალიო, ფელიპე - გიფერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 მატჩი: +10=14-12 (46-52)
შაბათი. 29 აგვისტო
შტუტგარტი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: კლაინი
ტრავმა: ლანგერაკი - ანდერსონი, კიტელი, მაიერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 მატჩი: +40=19-29 (166-146)
აუგსბურგი-ინგოლშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოპარე, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, ტროხოვსკი - დანილო, ენგელი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
კიოლნი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაროჰი, მავრაი, ოსაკო - ჯურუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 88 მატჩი: +30=24-34 (139-138)
მაინცი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სოტო, ბაისტერი - კიიოტაკე, ერდინჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +4=8-6 (17-21)
დარმშტადტი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ჰამადი, ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბაიერნი-ლევერკუზენი 20:30
დისკვალიფიკაცია: ბოატენგი
ტრავმა: ბადშტუბერი, ბენატია, ხავი მარტინესი, კირხოფი, რიბერი - იედვაი, თოფრაქი. არანგისი, სონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 72 მატჩი: +42=14-16 (136-87)
კვირა. 30 აგვისტო
დორტმუნდი-ჰერტა 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დურმი, კირხი, შაჰინი - ბენ ჰატირა, ჰეგელერი, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 მატჩი: +25=14-17 (100-78)
ვერდერი-გლადბახი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვოლფი, გარსია, ბარტელსი, ილდირიმი, ლორენცენი - ალვარო დომინგესი, ჯონსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 92 მატჩი: +37=22-33 (145-150)
ბომბარდირები: 3 - მიულერი (ბაიერნი); 2 - ობამეიანგი (დორტმუნდი), მხითარიანი (დორტმუნდი), როისი (დორტმუნდი), გინჩეკი (შტუტგარტი), ჰელერი (დარმშტადტი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), ცოლერი (კიოლნი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"