ბუნდესლიგა. IV ტური: დორტმუნდი ბაიერნზე კარგად თამაშობს [VIDEO]

AutoSharing Option
* "აინტრახტი" 13 მატჩია შინ არ მარცხდება (8 მოგება, 5 ფრე).

* "ბაიერნმა" ბოლო 41 მატჩი მოიგო მაშინ, როცა თომას მიულერი გოლის გატანას ახერხებდა.

* "ჰანოვერმა" ბუნდესლიგაში მე-400 მატჩი წააგო.

* "ვოლფსბურგმა" დიტერ ჰეკინგის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა 0:0.

* "შტუტგარტმა" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონატის პირველი ოთხი ტური. გარდა ამისა, "შვაბებმა" პირველად გაუშვეს ოთხ მატჩში 12 გოლი.

* ოთხიდან ოთხი მოგება და ბურთების შეფარდება 15:3 - ეს არის "დორტმუნდის" საუკეთესო სტარტი ბუნდესლიგაში.

* "ჰოფენჰაიმი" ისტორიაში პირველად არის ოთხი ტურის
შემდეგ მოგების გარეშე.

* კლაუდიო პისარომ 1226 დღის შემდეგ პირველად ითამაშა "ვერდერის" რიგებში და საგოლე პასით აღნიშნა დაბრუნება.

* კლაას-იან ჰუნტელაარმა თავის ბუნდესლიგურ კარიერაში მეოთხე პენალტი ვერ გამოიყენა და შეუერთდა ყველა დროის ანტი-რეკორდსმენებს - შაჰინს, პანტელიჩსა და ლაბადიას.

ბუნდესლიგის მეოთხე ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილში შენარჩუნდა ორხელისუფლებიანობა - "ბაიერნმა" და "დორტმუნდმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს, თან მათმა კონკურენტებმა ქულები დაკარგეს და ლიდერთა დუეტი კომფორტული სხვაობით დაწინაურდა...

მიუნხენის "ბაიერნი" მსაჯს უნდა უმადლოდეს, რომ არ ჩამორჩა "დორტმუნდს" და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონატის თანალიდერია. რეკორდმაისტერი "აუგსბურგს" ტრავმირებული არიენ რობენის გარეშე მასპინძლობდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დიდ უპირატესობას მიაღწია (დარტყმები - 27:4), თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ორი მომენტი შექმნა და ერთი გოლი გაუშვა - სტუმრებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს და ბობადილია-კოო-ესვაინის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმში მიუნხენელები აგრძელებდნენ მოკლე გადაცემებით თამაშს, მაგრამ "აუგსბურგი" ამისთვის მზად იყო. სტუმრები აჩერებდნენ "ბაიერნის" პოზიციურ იერიშებს, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს მაშინ, როცა 77-ე წუთზე ლევანდოვსკიმ თავის თავზე აიღო თამაში. მან ოთხი ფეხბურთელი მოატყუა და მიულერს დაარტყმევინა - ჰიტცმა მოიგერია, მაგრამ პოლონელმა დამატებაზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ლევანდოვსკიმ ცხრა მატჩში მეცხრედ გაუტანა "აუგსბურგს".

თამაში საყაიმო ანგარიშისკენ მიდიოდა, როცა 90-ე წუთზე ფოილნერმა საკუთარ საჯარიმოში შეაჩერა აქტიური დუგლაშ კოშტა. პენალტი მიულერმა გამოიყენა და "ბაიერნმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მატჩის შემდეგ მთავარმა არბიტრმა კნუტ კირხერმა ბოდიში მოუხადა "აუგსბურგს" - ჩანაწერის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ წესების დარღვევა არ ყოფილა და პენალტი არ უნდა დამენიშნაო.

ასეა თუ ისე, "ბაიერნმა" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველად მოიგო საწყის ოთხ ტურში ყველა შეხვედრა. ასეთი რამ გუნდის ისტორიაში მერვედ მოხდა და აქედან ექვს შემთხვევაში მიუნხენელები ჩემპიონები ხდებოდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
* * *
ამასობაში, გრძელდება "დორტმუნდის" ფანტასტიკური სერია 2015-16 წლების სეზონში. თომას ტუხელის გუნდმა მეცხრე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მეცხრედ მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

რთული წარმოსადგენი იყო, რომ "ჰანოვერი, რომელსაც სამ ტურში მხოლოდ ორი გოლი და ერთი ქულა ჰქონდა, დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა ლიდერს. ასეც მოხდა. "ბორუსიამ" ისევ შეასრულა თავისი ნორმა - ოთხი გოლი გაიტანა, თან ეს თავისი ლიდერის როისის გარეშე გააკეთა. ობამეიანგმა მეშვიდე დუბლი შეასრულა ბუნდესლიგაში, მხითარიანმა კი თავისი მესამე გოლი გაიტანა სეზონში, რასაც, შარშან, 28 ტური მოანდომა.

"ბაიერნის" დამრიგებელმა გვარიდოლამ აღიარა - ჯერჯერობით, "დორტმუნდი" ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს და აღფრთოვანებული ვარ იმ სამუშაოთი, რასაც ამ გუნდში ჩემი საყვარელი მწვრთნელი თომას ტუხელი აკეთებსო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ამასობაში, აღარ ხუმრობენ ლიგის დებიუტანტები - "დარტმშტადტი" და "ინგოლშტადტი". პირველმა ტურის სენსაცია შემოგვთავაზა, როცა სტუმრად დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე "ლევერკუზენი", რომელიც შინ თებერვლის შემდეგ არ მარცხებოდა და ზედიზედ შვიდი მატჩი ჰქონდა მოგებული. სულუმ მერვე წუთზე თავით გახსნა ანგარიში, რის შემდეგაც, "ბაიერი" დიდი უპირატესობას დაეუფლა.

მეორე ტაიმში დარტყმების შეფარდება იყო 11:1, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა "დარმშტადტის" მეკარე მატენია, ვინც უკვე 223 წუთია გოლს არ უშვებს. "ფარმაცევტების" რიგებში შედგა ხავიერ ერნანდესის დებიუტი, თუმცა მექსიკელმა თავის ახალ გუნდს ვერ უშველა.

რაც შეეხება "ინგოლშტადტს", მან პირველი ქულა აიღო წელს საკუთარ მოედანზე, თან ეს "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გააკეთა. "მგლები" სახეშეცვლილი შემადგენლობით შეხვდნენ ამ მატჩს. დებიუტი ჰქონდათ ახალი გუნდის რიგებში დანტესა და დრაქსლერს.

ბრაზილიელმა ორთაბრძოლების 73 პროცენტი მოიგო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაც შეეხება დრაქსლერს, ექს-შალკელმა ყველაზე მეტი - ხუთი დარტყმა შეასრულა. ასევე პირველად, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ შიურლე, მაგრამ მას ჯარიმა უფრო მეტი ჰქონდა (5), ვიდრე კარში დარტყმა (3) და ორთაბრძოლების მხოლოდ 13 პროცენტი მოიგო.

რა თქმა უნდა, "ვოლფსბურგს" დიდი უპირატესობა ჰქონდა (მეორე ტაიმში დარტყმების შეფარდება - 11:1), მაგრამ სეზონის სტარტზე დებიუტანტი კარგი დაცვით გამოირჩევა - "ინგოლშტადტმა" ოთხ ტურში მესამედ არ გაუშვა გოლი.

* * *
"ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" გარდა, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთმა ბინადარმა - "გლადბახმა" შეირცხვინა თავი. ტურს სწორედ ეს გუნდი ხსნიდა "ჰამბურგთან" საშინაო მატჩით და ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. მეათე წუთზე იანტჩკემ მეკარეს დაუბრუნა ბურთი, რომელიც ლასოგამ ჩაჭრა და ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმის ბოლოს კი მანვე იმავე იანტჩკესა და ჰანის შეცდომით ისარგებლა და დუბლი შეასრულა. თამაშის ბედი მეორე ტაიმის სტარტზე გადაწყდა, როცა ჰამბურგელთა მეკარემ დრობნიმ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში - მან მეკარესთან პირისპირ ნიკოლაი მიულერი გაუშვა - 3:0. აღსანიშნავია, რომ მესამე გოლის გაშვების შემდეგ, მასპინძლებს ერთი ზუსტი დარტყმაც არ შეუსრულებიათ.

"ჰამბურგმა" ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საუკეთესო სტარტი (6 ქულა ოთხი მატჩში) აჩვენა ბუნდესლიგაში, "გლადბახმა" კი არსებობის ისტორიაში პირველად წააგო სეზონის საწყისი ოთხი მატჩი.

ამ საშინელ სერიას დაემატა ისიც, რომ "ჰამბურგთან" მატჩში სახის ძვალი გაიტეხა მარტინ შტრანცლმა და ის 6-8 კვირით გამოკლდა ლუსიენ ფავრის გუნდს.

* * *
წლევანდელ სეზონში "აინტრახტის" სახით საკმაოდ სიმპატიური გუნდი ჩამოყალიბდა. ფრანკფურტელები საკუთარ მოედანზე იღებდნენ ერთ-ერთ ლიდერს - "კიოლნს", რომელიც ექვსი გოლით გაუშვეს შინ. მატჩის ბედი უკვე პირველ ტაიმში იყო გადაწყვეტილი, როცა "აინტრახტმა" სამბურთიან უპირატესობას მიაღწია - 4:1.

ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ჰოლანდიელ ლუკ კასტაინოსისა და ალექსანდრ მაიერის დუეტი. პირველმა დუბლი შეასრულა, ხოლო მაიერი 161-დღიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ფეხბურთს და ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

IV ტური
11 სექტემბერი
გლადბახი-ჰამბურგი 0:3
გოლები: 0:1 ლასოგა (11), 0:2 ლასოგა (44), 0:3 ნ. მიულერი (52)
გლადბახი: ზომერი, კორბი, შტარნცლი (65. დაუდი), ბროუერსი (55. დრმიჩი), ვენდტი, ნორდტვეიტი, იანტჩკე, აზარი, შტინდლი (55. ტრაორე), ჰანი, რაფაელი.
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ (88. კლებერი), კაჩარი, ოშტრჩოლეკი, ეკდალი, ჰოლტბი, ნ. მიულერი (83. გრეგორიტში), ჰანტი (81. დიასი), ილიჩევიჩი, ლასოგა.
გაფრთხილება: იანჩკე, დაუდი - ეკდალი
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 17-19 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 13(2)-10(4) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 54 010

12 სექტემბერი
ბაიერნი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 0:1 ესვაინი (43), 1:1 ლევანდოვსკი (77), 2:1 მიულერი (90-პენ)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ალაბა, ჩაბი ალონსო, ვიდალი (56. კომანი), ტიაგო ალკანტარა, ლამი (90+2. კიმიხი), მიულერი (90+1. ბერნატი), დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი.
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ფოილნერი, კორი (90+1. მატავჟი), ბაიერი, ესვაინი (70. ჰალილ ალთინთოფი), კოო, ტობიას ვერნერი, ბობადილია (76. ჟი).
კუთხური: 9-0 ჯარიმა: 10-10 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 27(10)-4(1) ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 75 000

ლევერკუზენი-დარმშტადტი 0:1
გოლი: 0:1 სულუ (8)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, ტაჰი, ვენდელი, ლ. ბენდერი, კრამერი (58. ერნანდესი), ბელარაბი, ჩალჰანოგლუ (58. კამპლი), ბრანდტი (74. მეჰმედი), კისლინგი.
დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი, გონდორფი, ნიმაიერი, ჰელერი, რაუში (75. კემპე), როზენტალი (84. ზაილერი), შტროჰ-ენგელი (66. ვაგნერი).
გაფრთხილება: პაპადოპულოსი, ვენდერი, ბელარაბი - მატენია
კუთხური: 10-4 ჯარიმა: 12-16 თამაშგარე: 10-4 კარში დარტყმა: 16(4)-5(3) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 29 396

ჰანოვერი-დორტმუნდი 2:4
გოლები: 1:0 ა. ზობიხი (18), 1:1 ობამეიანგი (35-პენ), 1:2 მხითარიანი (44), 2:2 ა. ზობიხი (53), 2:3 ფელიპე (67-საკ. კარში), 2:4 ობამიეანგი (85-პენ)
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, ფელიპე, ალბორნოსი, ზორგი (73. ბენშოპი), ს. სანე, ანდრეასენი, კიიოტაკე (80. სენტ-მაქსიმინი), პრიბი (80. ერდინჩი), ა. ზობიხი.
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი (66. გონსალო კასტრო), გიუნდოგანი, კაგავა (90. ს. ბენდერი), ჰოფმანი (60. იანუზაი), მხითარიანი, ობამეიანგი.
გაფრთხილება: ცილერი, ს. სანე - ჰუმელსი
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 14-16 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 5(3)-17(6) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 49 000

ჰერტა-შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 ჰარაგუჩი (14), 1:1 სუნიჩი (36), 2:1 ლუშტენბერგერი (45+3)
ჰერტა: კრაფტი, ვაიზერი, ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი (82. ბაუმიოჰანი), დარიდა, ბეერენსი (46. იბიშევიჩი), ჰარაგუჩი, შტოკერი, კალუ (73. შტარკი).
შტუტგარტი: ვლახოდიმოსი, კლაინი, სუნიჩი, ჰლუშეკი, ინსუა, გენტნერი, სერეი დიე, დიდავი (78. ფერატი), კოსტიჩი (67. მაქსიმი), ჰარნიკი (55. კრუსი), გინჩეკი.
გაფრთხილება: - სერეი დიე, კოსტიჩი, დიდავი
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 18-21 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 9(4)-11(3) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 45 994

ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი 0:0
ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ჰიუბნერი, ზუტნერი, როჟერი, გროსი, მორალესი, ჰარტმანი (62. ლექსი), ჰინტერსეერი (68. კოენი), ლეკი (85. კაჩუნგა).
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო (82. არნოლდი), გილავოგი, კალიჯური, დრაქსლერი, შიურლე (67. კრუზე), დოსტი (71. ბენდტნერი).
გაფრთხილება: მორალესი, ლეველსი - გილავოგი, ლუიშ გუსტავო, დრაქსლერი
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 10-15 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 5(1)-17(3) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 14 095

აინტრახტი-კიოლნი 6:2
გოლები: 1:0 მაიერი (4), 2:0 კასტაინოსი (15), 3:0 მაიერი (23), 3:1 მოდესტე (28), 4:1 კასტაინოსი (30), 5:1 სეფაროვიჩი (73), 5:2 ჰაინტცი (81), 6:2 მაიერი (87)
აინტრახტი: ჰრადეცკი, იგნიოვსკი, რუსი, აბრაჰამი, ოშჩიპკა, რაინარტცი, ჰასებე, შტენდერა (90. მედოიევიჩი), მაიერი (88. კადლეცი), სეფეროვიჩი, კასტაინოსი (81. ფლუმი).
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, სიორენსენი, ჰაინტცი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი, რისე, ბიტენკურტი (49. ოსაკო), ცოლერი (49. ჰოსინერი), მოდესტე (78. შვენტო).
გაფრთხილება: შტენდერა, რაინარტცი - ჰექტორი
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 14-14 თამაშგარე: 0-7 კარში დარტყმა: 18(11)-13(7) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 51 500

13 სექტემბერი
ჰოფენჰაიმი-ვერდერი 1:3
გოლები: 0:1 იუნუზოვიჩი (45), 1:1 ვარგასი (49), 1:2 უჯა (90+2), 1:3 იუნუზოვიჩი (90+3)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, სხარი, ზიულე, კიმი, შვეგლერი, პოლანსკი, უტი, ცუბერი (46. შმიდი), ფოლანდი, კურანი (46. ვარგასი).
ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, ს. გარსია, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ფ. კროოსი (89. გალვესი), უ. გარსია (82. პისარო), იოჰანსონი (64. ბარტელსი), უჯა.
გაფრთხილება: ფოლანდი, პოლანსკი - იუნუზოვიჩი, ლუკიმია, ფრიტცი, უჯა
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 13-20 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 10(5)-16(6) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 28 312

შალკე-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 მატიპი (37), 1:1 მალი (42), 2:1 ჰუნტელაარი (61)
მე-4 წუთზე ჰუნტელაარმა ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი
შალკე: ფერმანი, ჟუნიორ კაისარა, მატიპი, ნოიშტედტერი, აოგო, გაისი (90+3. აიჰანი), გორეტცკა, ჩუპო-მოტინგი (62. ლ. სანე), მაიერი (90+1. კოლაშინაცი), დი სანტო, ჰუნტელაარი.
მაინცი: კარიუსი, ბალოგუნი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი (87. ნიდერლეხნერი), ბაუმგარტლინგერი, ლატცა (66. კლემენტი), ბროსინსკი, კლემენსი (66. დე ბლასისი), მალი, მუტო.
გაფრთხილება: მატიპი - ბენგტსონი, ლატცა, ბელი
კუთხური: 5-7 ჯარიმა: 18-19 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 24(7)-15(4) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 60 083

ბომბარდირები: 6 - მიულერი (ბაიერნი); 5 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 4 - კასტაინოსი (აინტრახტი); 3 - ლასოგა (ჰამბურგი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), მაიერი (აინტრახტი), მხითარიანი (დორტმუნდი), მოდესტე (კიოლნი).

მომდევნო ტური
18 სექტემბერი:
მაინცი-ჰოფენჰაიმი.

19 სექტემბერი:
ვოლფსბურგი-ჰერტა, ჰამბურგი-აინტრახტი, ვერდერი-ინგოლშტადტი, კიოლნი-გლადბახი, დარმშტადტი-ბაიერნი.

20 სექტემბერი:
შტუტგარტი-შალკე, დორტმუნდი-ლევერკუზენი, აუგსბურგი-ჰანოვერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული