ბუნდესლიგა. V ტური: ჩემპიონმა დებიუტანტს აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 სექტემბერს გერმანიის ბუნდესლიგის V ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. ჩემპიონმა სტუმრად დებიუტანტი "დარმშტადტი" დაამარცხა. გოლები არტურო ვიდალმა, კინგსლი კომანმა და სებასტიან როდემ გაიტანეს.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგად ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგის თამაშების შემდეგ მოგება ძალიან ჭირს. ძალიან მიხარია, რომ ხავი მარტინესი დაბრუნდა, ის ძალიან გვაკლდა".

"ვოლფსბურგმა" შინ 2:0 დაამარცხა ბერლინის "ჰერტა", დუბლით გამოირჩა ჰოლანდიელი ფორვარდი ბას დოსტი. აღსანიშნავია, რომ გლადბახის "ბორუსიამ" ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცხადა ბუნდესლიგაში.

დარმშტადტი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 ვიდალი
(20), 0:2 კომანი (62), 0:3 როდე (63)

ჰამბურგი-აინტრახტი 0:0

კიოლნი-გლადბახი 1:0
გოლი: მოდესტე (64)

ვერდერი-ინგოლშტადტი 0:1
გოლი: 0:1 ჰარტმანი (90)
გაძევება: ბარგფრედე (90. ვერდერი)

ვოლფსბურგი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 დოსტი (76), 2:0 დოსტი (88-პენ)

1. ბაიერნი - 15 ქულა; 2. დორტმუნდი - 12; 3. ვოლფსბურგი - 11; 4. კიოლნი - 10; ინგოლშტადტი - 10.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული