რობერტ ლევანდოვსკი: ეს იყო სიგიჟე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგის VI ტურის მატჩში შესრულებული პენტა-ტრიკის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვოლფსბურგთან" საშინაო შეხვედრაში (5:1), მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლევანდოვსკიმ სულ რაღაც 9-წუთაინ მონაკვეთში ხუთი გოლი გაიტანა, რომელთაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბოლო იყო.


"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ეს სიგიჟე იყო. დიდებული საღამო გამომივიდა.

პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით და მინდოდა, თავი არ დამეზოგა, რადგან 2 გოლი გვჭირდებოდა. მესამე თუ მეოთხე გოლის შემდეგ ტაბლოს რომ ავხედე, გამიკვირდა, კიდევ
ბევრი გვქონდა სათამაშო.

მწვრთნელისგან მითითებები არ მჭირდებოდა. ვიცოდი, რაც უნდა მექნა", - აქვეყნებს პოლონელის ნათქვამს "ბაიერნის" ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული