ბუნდესლიგა. X ტური: არის 1000 მოგება! [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში პირველად არ იყო არც ერთი ესპანელი - ოთხივე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

* არიენ რობენმა 75-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში (131 მატჩში).

* "დორტმუნდმა" ზედიზედ 28-ე ოფიციალურ მატჩში გაიტანა.

* "გლადბახმა" ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

* "შტუტგარტს" 10 ტურის შემდეგ 7 ქულა და 23 გაშვებული გოლი აქვს. ორივე საკლუბო ანტირეკორდია.

* "ჰოფენჰაიმი" ერთადერთია გუნდია, რომელსაც ჯერ შინ არ მოუგია - 15 შესაძლებლიდან 2 ქულა.

* "ვერდერმა" შეწყვიტა ხუთმატჩიანი წაგებათა სერია.

"ბაიერნმა" 1714-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და პირველმა მოიგო ამ
ლიგის ისტორიაში 1000 მატჩი...

"ბაიერნი" მორიგ მიღწევამდე ძალიან იოლად მივიდა. მან მეტოქეს თითქმის არ მისცა შანსი, თავად კი ოთხჯერ გაიტანა.

"კიოლნთან" მატჩის მთავარი მოვლენა იყო არიენ რობენის დაბრუნება, რომელიც აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე. ჰოლანდიელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, არ ეტყობოდა ხანგრძლივი უთამაშებლობა და მუდმივად ცდილობდა მარჯვენა ფლანგიდან სიტუაციის გამწვავებას. ანგარიშიც სწორედ მან გახსნა - ფლანგიდან ცენტრისკენ ჩვეული მოძრაობა დაიწყო, თითქოს დასარტყმელად გაემზადა, მაგრამ პასი გააკეთა, წინ გაიქცა და იქ დახვდა ბურთს.

"ბაიერნს" მანამდეც შეეძლო გატანა, მაგრამ პირველ 15 წუთში ჰორნი შესანიშნავად მოქმედებდა. რობენის გოლის შემდეგ კი "კიოლნმა" საბოლოოდ დაკარგა თავისი სახე. სტუმრებმა მთლიანად გადაულოცეს ინიციატივა მეტოქეს და მალე მეორე გოლიც მიიღეს - ვიდალს საერთოდ ვერ შეუშალეს ხელი.

მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. "ბაიერნს" კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში. მეორე ნახევარში ლიდერის ბომბარდირებმა გაიტანეს: ლევანდოვსკიმ დუგლას კოშტას პასი გამოიყენა, მიულერმა კი პენალტი შეაგდო.

ახლა კი "ბაიერნის" 1000 მოგებასა და სხვა რეკორდებს მივუბრუნდეთ. როგორც თავში დავწერეთ, ამ ზღვარის მისაღწევად რეკორდმაისტერს 1714 მატჩი დასჭირდა. შედარებისთვის: "ვერდერმა" 1740 მატჩში 741-ჯერ მოიგო, "ჰამბურგმა" - 1774 მატჩში 721-ჯერ.

"ბაიერნმა" სეზონის სტარტზე ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო. ევროპის ლიგების TOP5-ში ასეთი სერია ჰქონიათ: "ტოტენჰემს" (1960-61), "მანჩესტერ იუნაიტედს" (1985-86) და "რომას" (2013-14).

"ბაიერნმა" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: 10 ტურში ამ გუნდმა 33 გოლი გაიტანა. წინა რეკორდი ეკუთვნოდათ იმავე "ბაიერნს" (1976-77) და "აინტრახტს" (1974-75).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ამ ტურში "ბაიერნს" არ ჩამორჩა "დორტმუნდი". მანაც ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო "აუგსბურგს", ისევ შეამცირა შვიდ ქულამდე დისტანცია ლიდერთან, ხოლო რობერტ ლევანდოვსკისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის დუელში ანგარიში გათანაბრდა. გაბონელმა ევროპალიგაზე "გაბალასთან" შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ ასევე სამი გაუტანა "აუგსბურგს" და პოლონელივით 13 გოლი დაუგროვდა.

ტუხელის შეგირდებისთვის აუტსაიდერთან მოგება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. "დორტმუნდმა" მორიგი მოგებათა სერია დაიწყო, რომელიც უკვე სამ მატჩს უდრის. "აუგსბურგმა" კი ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს: ათი ტურის შემდეგ ხუთი ქულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ამასობაში, "გლადბახმა", ანდრე შუბერტის ხელმძღვანელობით, ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. აქამდე მხოლოდ ერთ მწვრთნელს ჰქონდა ახალ პოსტზე ასეთი სტარტი - 1986 წელს ვილი ენტენმანმა ზედიზედ ექვსი შეხვედრა მოიგო "შტუტგარტთან" ერთად.

"ბორუსია" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და რომ არა მეკარე ფერმანი, უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა. "შალკეს" გოლკიპერმა პენალტის მოგერიებაც შეძლო, თუმცა დამატებაზე შტინდლმა გახსნა ანგარიში. არცთუ ისე შინაარსიანი თამაშის მიუხედავად, სტუმრებმა პირველივე ტაიმში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ეს დროებითი წარმატება აღმოჩნდა. რაფაელმა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა საჯარიმო დარტყმა, რის შემდეგაც ბრაზილიელმა კორბსაც გაატანინა.

სანახაობრივი მატჩი გააფუჭა ანდრე ჰანის მძიმე ტრავმამ. გაისმა უხეშად დააბიჯა "გლადბახის" ნახევარმცველს და ფეხი მოტეხა მას. გაისმა ამის გამო კარიერაში პირველად მიიღო წითელი ბარათი.

* * *
ლევერკუზენში გაგრძელდა ბლოკბასტერების კვირა. ჩემპიონთა ლიგაზე "რომასთან" 4:4 საკმარისი არ აღმოჩნდა და შაბათს როჯერ შმიდტის შეგირდებმა მორიგი სპექტაკლი დადგეს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ბაიერმა" და "შტუტგარტმა" ფანტასტიკური მეორე ნახევარი ითამაშეს, რაც შვიდ გოლში გამოიხატა.

მასპინძლებმა, როგორც მათ სჩვევიათ, პრაქტიკულად, "მკვდარი" მატჩი გამოგლიჯეს. თუ ლიგაზე "რომასთან" 2:4-დან გადარჩნენ, ამჯერად, სამი ქულა აიღეს 1:3-დან, როცა სათამაშო რჩებოდა 20 წუთი! "შტუტგარტი" 11 მატჩია მოუგებელია "ლევერკუზენის" წინააღმდეგ.

"დარმშტადტმა" სეზონში მესამე მატჩი წააგო ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე "ვოლფსბურგთან". "მგლებმა" 78-ე წუთამდე იწვალეს და შეცვლაზე შესულ კალიჯურის უნდა უმადლოდნენ სამ ქულას, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "დარმშტადტმა" სამივე მატჩი შინ წააგო. სტუმრად ეს გუნდი ჯერ არ დამარცხებულა, "ვოლფსბურგმა" კი ამ სეზონში პირველად მოიგო გასვლაზე.

X ტური
23 ოქტომბერი
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 0:1
გოლი: 0:1 ლასოგა (88)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, შტრიობლი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი, შვეგლერი (71. სხარი), პოლანსკი, ფოლანდი, შმიდი (65. უტი), ე. ვარგასი, შალაი (79. ნად. ამირი).
ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი, კლებერი, ჯურუ, ოშტრჩოლეკი, ეკდალი (64. შიპლოკი), ჰოლტბი, ნ. მიულერი (85. შტიბერი), გრეგორშიტცი, ილიჩევიჩი (74. დიასი), ლასოგა.
68-ე წუთზე გააძევეს ბიჩაკჩიჩი (ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: პოლანსკი, ფოლანდი - ჰოლტბი, ოშტრჩოლეკი, გრეგორშიტცი, შიპლოკი
კუთხური: 1-5 ჯარიმა: 23-22 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 12(3)-20(5) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 30 000

24 ოქტომბერი
ბაიერნი-კიოლნი 4:0
გოლები: 1:0 რობენი (35), 2:0 ვიდალი (40), 3:0 ლევანდოვსკი (62), 4:0 მიულერი (77-პენ)
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (62. ხავი მარტინესი), ალაბა, რაფინია, ვიდალი, კომანი, რობენი (65. კიმიხი), დუგლას კოშტა, მიულერი (78. ტიაგო ალკანტარა), ლევანდოვსკი.
კიოლნი: ჰორნი, სიორენსენი, მაროჰი, ჰაინტცი, რისე, ჰექტორი, ცოლერი (71. ჰოსინერი), ლემანი, ფოგტი, გერჰარდტი (75. შვენტო), მოდესტე (58. ოსაკო).
გაფრთხილება: რაფინია - ლემანი
კუთხური: 10-0 ჯარიმა: 7-4 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 26(14)-4(2) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 75 000

ლევერკუზენი-შტუტგარტი 4:3
გოლები: 0:1 ჰარნიკი (50), 0:2 დიდასი (54), 1:2 ბელარაბი (57), 1:3 რუპი (60), 2:3 ბიონიში (70), 3:3 ერნანდესი (71), 4:3 მეჰმედი (89)
ლევერკუზენი: ლენო, ბიონიში, ტაჰი, თოფრაქი (67. პაპადოპულოსი), ვენდელი, ჩალჰანოგლუ, კამპლი, მეჰმედი, ბრანდტი (57. ბელარაბი), ერნანდესი, კისლინგი (87. იურჩენკო).
შტუტგარტი: ტიტონი, კლაინი, სუნიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა, შვააბი, გრუესო (46. ფერატი/79. რისტლი), რუპი, ტიმო ვერნერი (85. კლიმენტი), ჰარნიკი, დიდავი.
გაფრთხილება: ბიონიში, მეჰმედი - სუნიჩი, შვააბი, რისტი, ინსუა
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 16-11 თამაშგარე: 6-4 კარში დარტყმა: 19(6)-12(6) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 30 210

ჰანოვერი-აინტრახტი 1:2
გოლები: 1:0 კლაუსი (51), 1:1 შტენდერა (57), 1:2 შტენდერა (65)
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (70. სენტ მაქსიმინი), ს. სანე, კლაუსი (85. ფელიპე), ანდრეასენი, კიიოტაკე, ა. ზობიხი (66. ერდინჩი).
აინტრახტი: ჰრადეცკი, ჰასებე, სამბრანო, რუსი, ჯაკპა, რაინარტცი (54. მედოიევიჩი), აიგნერი (90+1. ჩენდლერი), შტენდერა (86. ფლუმი), მაიერი, ოშჩიპკა, სეფეროვიჩი.
გაფრთხილება: ს. სანე - რაინარტცი, რუსი, სეფეროვიჩი, სამბრანო
კუთხური: 3-2 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 10(4)-5(4) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 44 200

მაინცი-ვერდერი 1:3
გოლები: 0:1 უჯა (39), 0:2 უჯა (44), 0:3 ბარტელსი (45+3), 1:3 მუტო (90)
მაინცი: კარიუსი, ბალოგუნი, ბუნგერტი (80. ბროსინსკი), ბელი, ხარა, ბაუმგარტლინგერი, ლატცა (37. დე ბლასისი), მორიტცი (69. ბენგტსონი), ხაირო, მალი, მუტო.
ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ვესტერგაარდი, გალვესი, ს. გარსია (75. უ. გარსია), ბარგფრედე, ბარტელსი, ფრიტცი (88. მ. ეგერშტაინი), გრილიტში, იუნუზოვიჩი, უჯა (78. პისარო).
გაფრთხილება: ბალოგუნი, ხაირო - ფრიტცი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 19-17 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 16(5)-14(8) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 30 837

დარმშტადტი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 კალიჯური (78)
დარმშტადტი: მატენია, გარიჩი (75. იუნგვირტი), სულუ, კალდიროლა, ხუნიორ დიასი, გონდორფი, ნიმაიერი (83. როზენტალი), ჰელერი, რაუში (77. კემპე), ზაილერი, ვაგნერი.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, გილავოგი (65. არნოლდი), კრუზე, დრაქსლერი (75. კალიჯური), ვიეირინია (79. შიურლე), დოსტი.
გაფრთხილება: რაუში, ვაგნერი - დანტე
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 14-16 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 9(3)-19(6) ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 15 800

ინგოლშტადტი-ჰერტა 0:1
გოლი: 0:1 ვაიზერი (11)
ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ზუტნერი, ბრეჟერი, კრისტიანსენი (81. კაჩუნგა), გროსი, მორალესი (67. პეკჰარტი), ჰინტერსეერი (56. მო. ჰარტმანი), ლეკი.
ჰერტა: იარშტეინი, ვაიზერი, ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, დარიდა, კალუ (87. ჩიგერჩი), ბაუმიოჰანი (57. ჰეგელერი), შტოკერი (73. ვან დენ ბერგი), ჰარაგუჩი.
გაფრთხილება: მორალესი, პეკჰარტი - ლუშტენბერგერი, ლანგკამპი, პლატენჰარდტი
კუთხური: 8-2 ჯარიმა: 12-11 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 18(3)-5(1) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 15 000

25 ოქტომბერი
დორტმუნდი-აუგსბურგი 5:1
გოლები: 1:0 ობამეიანგი (18), 2:0 როისი (21), 3:0 როისი (33), 3:1 ბობადილია (49), 4:1 ობამეიანგი (85), 5:1 ობამეიანგი (90+1)
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ს. ბენდერი (76. ვაიგლი), გიუნდოგანი, კაგავა, გონსალო კასტრო (76. იანუზაი), როისი (82. რამოსი), ობამეიანგი.
აუგსბურგი: ჰიტცი, ფოილნერი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი, ბაიერი, კორი (75. ჟი), კოო, ესვაინი (46. ტობიას ვერნერი), ტროხოვსკი (46. მორავეკი), ბობადილია.
გაფრთხილება: - ტობიას ვერნერი, ფოილნერი
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 7-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 19(9)-4(3) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 81 359

გლადბახი-შალკე 3:1
გოლები: 1:0 შტინდლი (32), 1:1 კრისტერსენი (44-საკ. კარში), 2:1 რაფაელი (70), 3:1 კორბი (84)
32-ე წუთზე შტინდლმა ვერ გამოიყენა პენალტი
გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, ა. კრისტენსენი, ვენდტი, დაუდი (57. ნორდტვეიტი), ჯაკა, ტრაორე (74. ჰანი/83. აზარი), ჯონსონი, შტინდლი, რაფაელი.
შალკე: ფერმანი, რიტერი, ჰიოვედესი, ჯ. მატიპი, აოგო, გაისი, ჰოიბერგი (78. ჩუპო-მოტინგი), ჟუნიორ კაისარა (73. ჰუნტელაარი), ლ. სანე, მაიერი, დი სანტო (89. ნოიშტედტერი).
გაძევება: გაისი (80. შალკე)
გაფრთხილება: ვენდტი, რაფაელი - ჟუნიორ კაისარა, ჰიოვედესი, მატიპი.
კუთხური: 3-6 ჯარიმა: 16-18 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 16(10)-13(5) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 54 010

ბომბარდირები: 13 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), ობამეიანგი (დორტმუნდი); 10 - მიულერი (ბაიერნი); 6 - მალი (მაინცი), მოდესტე (კიოლნი), დოსტი (ვოლფსბურგი); 5 - ფოლანდი (ჰოფენჰაიმი), მაიერი (აინტრახტი), როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური
30 ოქტომბერი
აინტრახტი-ბაიერნი;

31 ოქტომბერი
შალკე-ინგოლშტადტი, აუგსბურგი-მაინცი, ვერდერი-დორტმუნდი, კიოლნი-ჰოფენჰაიმი, ჰერტა-გლადბახი, ვოლფსბურგი-ლევერკუზენი;

1 ნოემბერი
შტუტგარტი-დარმშტადტი, ჰამბურგი-ჰანოვერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული