მიუნხენის "ბაიერნს" მადრიდის "რეალიდან" დანიელ კარვახალის წაყვანა სურს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბი მადრიდის "რეალის" მცველის, დანიელ კარვახალის გადაბირებით დაინტერესდა. ამის შესახებ AS იუწყება.

წყაროს ცნობით, გერმანულ გრანდში კარვახალს 30 წლის რაფინიას შემცვლელად განიხილავენ. კლუბს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი მოთამაშის შეძენა სურს და 23 წლის დანიელიც ამ მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებს.

თავის მხრივ, "რეალი" არ ჩქარობს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთან გამოთხოვებას. თუკი "სამეფო კლუბი" მის გასხვისებას მაინც დათანხმდება, ამას 30 მლნ ევროზე ნაკლებად არ გააკეთებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული