გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ვარჯიშის დროს ლევანდოვსკიმ რობენს უყვირა და მას ეგოისტი დაუძახა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ პოლონელმა ფეხბურთელმა მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და განაცხადა: "თქვენ თავად ნახეთ ყველაფერი".
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა ფეხბურთელებს შორის მომხდარ ფაქტზე ისაუბრა.
"არაფერი პრობლემა არაა იმაში, თუ ფეხბურთელი ზოგჯერ ბრაზდება. დაფიქრდით, რამდენჯერ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში ჩემი კარიერის განმავლობაში?", - თქვა ზამერმა.