ბუნდესლიგა. XIII ტური: "ბორუსია" "ჰამბურგმა" შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტური "ჰამბურგის" და დორტმუნდის "ბორუსიას" დაპირისპირებით დაიწყო. უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:1.

"ჰამბურგი" ანგარიშში შეხვედრის მე-19 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით პიერ-მიშელ ლასოგამ დააწინაურა, ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი ლიუს ხოლტბიმ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

55-ე წუთზე დორტმუნდელთა კარში მესამე გოლიც გავიდა - თავის კარში ბურთი გუნდის კაპიტანმა, მატს ჰუმელსმა ჩაჭრა. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

13 ტურის შემდეგ "ჰამბურგი" 18 ქულით სატურნირო ცხრილში მერვეა, "ბორუსია"
- 29 ქულით მეორე.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.

ბუნდესლიგა. XIII ტური
შაბათი. 21 ნოემბერი
გლადბახი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჯაკა
ტრავმა: ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი - კიიოტაკე, ბენშოპი
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 მატჩი: +28=8-14 (94-69)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=1-2

ვოლფსბურგი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: დრაქსლერი
ტრავმა: ფელიპე, კნოხე - ვოლფი, გებრესელასიე, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 მატჩი: +16=7-13 (63-64)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4

შტუტგარტი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: ლანგერაკი, გინჩეკი, ჰარნიკი - ჰონგი, ს. პარკერი, ტობიას ვერნერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +3=0-5 (10-15)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-4

აინტრახტი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: სეფეროვიჩი - პაპადოპულოსი
ტრავმა: ბალაიევი, ანდერსონი, რუსი, გაჩინოვიჩი, კიტელი - ჰილბერტი, იედვაი, არანგისი
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 მატჩი: +22=13-25 (87-98)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2

კიოლნი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: - სერენო, სოტო, ფ. ფრაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 მატჩი: +3=2-5 (9-16)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3

შალკე-ბაიერნი 21:30
დისკვალიფიკაცია: გაისი
ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - ხუან ბერნატი, გიოტცე, რიბერი, ტიაგო ალკანტარა
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 მატჩი: +18=27-45 (100-187)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0

კვირა. 22 ნოემბერი
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: იბიშევიჩი - შვეგლერი
ტრავმა: კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ბენ ჰატირა, ვაიზერი, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 მატჩი: +4=2-4 (12-19)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=3-2

ინგოლშტადტი-დარმშტადტი 20:30
დისკვალიფიკაცია: ლეკი - ვაგნერი
ტრავმა: დანილო - პლატინსი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული