ბუნდესლიგა. XIV ტურის წინ: "ბაიერნი" ნახევარჩემპიონობას მიუახლოვდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის მე-14 ტურში, შესაძლოა, შემოდგომის ჩემპიონობა გაიფორმოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რეკორდმაისტერი შინ "ჰერტას" მოუგებს, ხოლო "დორტმუნდი" "შტუტგარტს" ვერ დაამარცხებს.

მიუნხენელთა მოგებაში ეჭვი არავის ეპარება, "დორტმუნდმა" კი ბოლო დროს მოუკლო - წინა ტურში "ჰამბურგთან" წააგო, გუშინ კი ევროპალიგაზეც დათმო "რუბინთან".

ასე რომ, თომას ტუხელის გუნდს რეაბილიტაცია მართებს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ძალიან დასუსტებულ "შტუტგარტთან" შეხვედრაში, რომელიც საგოლე მომენტების მხოლოდ 17.2 პროცენტს იყენებს.

დარმშტადტი-კიოლნი
- "დარმშტადტს" ზედიზედ ოთხი მატჩი არ მოუგია.
- "კიოლნმა" თავისი გოლების 33 პროცენტი სტანდარტულებიდან გაიტანა,
"დარმშტადტმა" - 43 პროცენტი.
- ენტონი მოდესტე, რომელმაც სეზონის პირველ 9 ოფიციალურ მატჩში 9 გოლი გაიტანა, 566 წუთია, უგოლოდაა.

ბაიერნი-ჰერტა
- "ბაიერნმა" შინ შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით - 28:3.
- "ჰერტას" ბოლო ორი გასვლითი მატჩი აქვს მოგებული.
- "ბაიერნს" ბოლო რვა შეხვედრა აქვს მოგებული "ჰერტას" წინააღმდეგ. ამ რვა მატჩში რეკორდმაისტერმა 26 გოლი გაიტანა.
- ამ გუნდების ბოლო 11 მატჩში, საშუალოდ, ოთხზე მეტი გოლი გავიდა.
- "ჰერტას" მიუნხენში 38 წელია არ მოუგია.

ვერდერი-ჰამბურგი
- "ვერდერმა" ბოლო 7 მატჩში 6 ქულა აიღო.
- "ვერდერს" 13 ტურში 8 წაგება ბოლოს 41 წლის წინ ჰქონდა.
- "ვერდერს" შინ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია აქვს.
- "ჰამბურგმა" 18 ქულიდან 10 სტუმრად აიღო.
- "ვერდერს" რვა მატჩია შინ "ჰამბურგთან" არ წაუგია (+7=1-0).

ჰოფენჰაიმი-გლადბახი
- "ჰოფენჰაიმი" ერთადერთი გუნდია ლიგაში, რომელსაც შინ მატჩი არ მოუგია.
- "ჰოფენჰაიმი" ექვსი ტურია ვერ იგებს და ოთხი ტურია გოლი არ გაუტანია.
- "გლადბახი" რვა ტურია არ მარცხდება.
- "გლადბახმა", ანდრე შუბერტის ხელმძღვანელობით, სამივე მატჩი მოიგო სტუმრად.

მაინცი-აინტრახტი
- "აინტრახტმა" ბოლო 9 ტურში მხოლოდ ერთი მოიგო.
- "მაინცი" სამი ტურია დაუმარცხებელია.

დორტმუნდი-შტუტგარტი
- "შტუტგარტს" ყველაზე მეტი წაგება აქვს სეზონში - 9.
- "შტუტგარტმა" ბოლო ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით წააგო - 0:4 ("ბაიერნთან" და "აუგსბურგთან").
- "დორტმუნდმა" შინ 11 ოფიციალურ მატჩში 45 გოლი გაიტანა.
- პიერ-ემერიკ ობამეიანგი ბოლო შვიდ საშინაო მატჩში მინიმუმ ერთ გოლს იტანს.

ლევერკუზენი-შალკე
- შტეფან კისლინგი მე-300 მატჩს ჩაატარებს ბუნდესლიგაში "ლევერკუზენის" მაისურით.
- "შალკე"ოთხი ტურია მოუგებელია. ბოლო ორი მატჩი წააგო, ბოლო ექვს ტურში კი მხოლოდ ერთხელ მოიგო.
- ხავიერ ერნანდესმა "ლევერკუზენის" შემადგენლობაში 15 ოფიციალურ მატჩში 12 გოლი გაიტანა.

პარასკევი. 27 ნოემბერი
დარმშტადტი-კიოლნი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პლატინსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +0=1-3 (4-8)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2

შაბათი. 28 ნოემბერი
ბაიერნი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: - იბიშევიჩი
ტრავმა: ხუან ბერნატი, გიოტცე, რიბერი, ტიაგო ალკანტარა - კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 60 მატჩი: +35=16-9 (142-68)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +4=0-2

ვერდერი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ფრიტცი
ტრავმა: ვოლფი, უ. გარსია, ილდირიმი, იოჰანსონი - დიკმაიერი, სპაჰიჩი, ეკდალი
ურთიერთშეხვედრები
სულ 102 მატჩი: +37=33-32 (150-150)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=2-2

ჰანოვერი-ინგოლშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კიიოტაკე, ერდინჩი - დანილო, ენგელი, ზუტნერი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჰერმანი, ტრაორე, ჰანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +6=4-4 (21-22)
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +5=1-0

მაინცი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სერენო, სოტო, ფ. ფრაი - ბალაიევი, ანდერსონი, რუსი, კიტელი, რაინარტცი, კასტაინოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +4=7-3 (19-16)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3

კვირა. 29 ნოემბერი
დორტმუნდი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: - სერეი დიე
ტრავმა: დურმი, შაჰინი - ლანგერაკი, გინჩეკი, ჰარნიკი, კრუსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 94 მატჩი: +32=24-38 (151-160)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=1-3

ლევერკუზენი-შალკე 20:30
დისკვალიფიკაცია: - გაისი
ტრავმა: ჰილბერტი, იედვაი, არანგისი, ლ. ბენდერი - გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 62 მატჩი: +28=18-16 (103-84)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4

აუგსბურგი-ვოლფსბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: - დრაქსლერი
ტრავმა: ჰონგი, ფოილნერი, ს. პარკერი, ტობიას ვერნერი - ფელიპე, კნოხე
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +3=3-2 (8-6)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=0-2

ბომბარდირები: 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - თომას მიულერი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული