I წრის ბოლო ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ესტუმრა "ჰანოვერს" და თომას მიულერის პენალტით 1:0 დაამარცხა. "ბაიერნის" ერთადერთი სერიოზული მდევარი "დორტმუნდი" კი ფრანკფურტში "აინტრახტთან" 1:2 დამარცხდა. ამიტომაც, ლიდერი შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა.
თუმცა თამაშზე მეტად ყველას აინტერესებდა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ხმები, რომ სეზონის ბოლოს ხოსეპ გვარდიოლა დატოვებს "ბაიერნის" თავკაცის პოსტს.
"ხვალ უფრო მეტს შეიტყობთ ჩემი მომავალი გეგმების შესახებ. ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ "ჰანოვერთან" მატჩის შემდეგ ვილაპარაკებდით - მე და რუმენიგე მიუნხენისკენ გზაზე მოვილაპარაკებთ", -
ხავიერ ერნანდესმა კიდევ შეძლო გატანა და "ლევერკუზენს" სტუმრად 1:0 მოაგენინა "ინგოლშტადტთან". 10-კაციანმა "შტუტგარტმა" კი სენსაციურად დაამარცხა "ვოლფსბურგი" - 3:1.
ჰამბურგი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 მორავეკი (76)
აინტრახტი-ვერდერი 2:1
გოლები: 0:1 პისარო (29), 1:1 ა. მაიერი (31), 2:1 აიგნერი (48)
კიოლნი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 0:1 პაპასტატოპულოსი (18), 1:1 ცოლერი (82), 2:1 მოდესტე (90)
ჰანოვერი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 თ. მიულერი (40-პენ)
ინგოლშტადტი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 ხ. ერნანდესი (73)
შტუტგარტი-ვოლფსბურგი 3:1
გოლები: 0:1 არნოლდი (14), 1:1 დიდავი (22), 2:1 კოსტიჩი (31), 3:1 დიდავი (47)
გაძევება: შუნიჩი (70. შტუტგარტი)
1. ბაიერნი - 46 ქულა; 2. დორტმუნდი - 38; 3. ჰერტა - 29; 4. ლევერკუზენი - 27; 5. შალკე - 27.