ბუნდესლიგა. XVII ტური: რატომ აიჭრა "დორტმუნდი"? [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნში" სამწვრთნელო ცვლილების ოფიციალურად დადასტურებამ გერმანიის ჩემპიონატის მთელი ტური გადაფარა, რაც ლოგიკურიცაა - გერმანული საკლუბო ფეხბურთო ხომ "ბაიერნის" გარშემო ტრიალებს.

თუმცა უშუალოდ პირველი წრის ბოლო ტური უინტერესო ნამდვილად არ იყო. მით უმეტეს, რომ ამ ტურში დორტმუნდის "ბორუსია" დამარცხდა, რამაც ცხრილში "ბაიერნის" უპირატესობა გაზარდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თომას ტუხელის შეგირდები კიოლნში დამარცხდნენ - თანაც, პირველი ტაიმი მოიგეს, მეორე ნახევარში კი ორმა დორტმუნდელმა "თხებს" არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა. მატჩის 83-ე წუთი მიმდინარეობდა, "ბორუსია" დამაჯერებლად იგებდა და სწორედ ამ დროს, დორტმუნდელთა მეკარე ბიურკიმ კატასტროფული პასით
ბურთი ცოლერს ჩააბარა, რომელმაც 16 მეტრიდან მისი კარის შორეული კუთხე დალაშქრა - 1:1. მერე იყო 90-ე წუთი, როცა ობამეიანგმა ორთაბრძოლაში შესვლა რატომღაც გადაიფიქრა, ბურთი კი მოდესტეს მიუვიდა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ წაგებით "ბორუსიამ", შესაძლოა, საჩემპიონო ოცნება დაასამარა, რადგან "ბაიერნს" ისევ 8 ქულით ჩამორჩა, ეს კი, ბუნდესლიგაში საკმაოდ ბევრია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინტერესოა ისიც, რომ "შტუტგარტმა" "ვოლფსბურგის" ძლევით (3:1) ბოლო ადგილს და გასავარდნ ზონასაც კი დააღწია თავი და შვაბები შედარებით მშვიდად გამოიზამთრებენ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბერლინის "ჰერტა" მესამე ადგილზე გამოიზამთრებს.

XVII ტური
18 დეკემბერი
შალკე-ჰოფენჰაიმი 1:0
გოლი: 1:0 ჩუპო-მოტინგი (28)
შალკე (4-2-2-2): ფერმანი - რიტერი, ჰიოვედესი, ჯ. მატიპი, კოლაშინაცი - გაისი, გორეტცკა - მ. მაიერი (61. ლ. სანე), ჩუპო-მოტინგი - დი სანტო (90. ნოიშტედტერი), ჰუნტელაარი (73. ჰოიბერგი).
ჰოფენჰაიმი (4-2-2-1-1): ბაუმანი - კადერაბეკი, შერი, ზიულე, კიმი - რუდი, შტრობლი - ელიუნუსი (80. უთი), შმიდი (90. ჯოელინტონი) - ამირი (59. ფოლანდი) - ვარგასი.
გაფრთხილება: გორეტცკა - შტრობლი, რუდი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16(3)-18(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 60 749

19 დეკემბერი
ჰამბურგი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 მორავეკი (76)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტჟოლეკი - იუნგი (81. ოლიჩი), ჰოლტბი - ნ. მიულერი, ჰანტი (71. გრეგორიჩი), ილიჩევიჩი - ლასოგა (71. შიპლოკი).
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი - ფოილნერი, ბაიერი - ესვაინი (84. იანკერი), Kჟი, კაიუბი (70. მორავეკი) - ბობადილია (90. მატავჟი).
გაფრთხილება: ესვაინი, კაიუბი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14(2)-17(7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 49 726

აინტრახტი-ვერდერი 2:1
გოლები: 0:1 პისარო (29), 1:1 მაიერი (31), 2:1 აიგნერი (48)
აინტრახტი (4-2-2-1-1): ჰრადეკი - იგნიოვსკი, რუსი, აბრაამი, ოჩიპკა - შტენდერა, ჰასებე - აიგნერი, კადლეცი (36. გაჩინოვიჩი/90. ჯაპკა) - მაიერი - სეფეროვიჩი.
ვერდერი (4-2-2-2): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, შტერნბერგი - ფრიტცი (70. ლორენცენი), ბარგფრედე (65. უ. გარსია) - იოზთუნალი, გრილიჩი (70. ბარტელსი) - პისარო, უჯა.
გაფრთხილება: კადლეცი, აიგნერი, იგნიოვსკი - ფრიტცი, შტერნბერგი, ცეტერერი, იოზთუნალი, უ. გარსია
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 16(6)-11(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 46 000

კიოლნი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 0:1 სოკრატისი (18), 1:1 ცოლერი (83), 2:1 მოდესტე (90)
კიოლნი (3-5-2): ჰორნი - სორენსენი, მარო, ჰაინტცი - ოლკოვსკი (70. მოდესტე), მ. ლემანი, გერჰარდტი, სვენტო (69. ბიტენკური), ჰექტორი - რისსე, ცოლერი (92. მავრაი).
დორტმუნდი (4-1-2-2-1): ბიურკი - გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი (46. ს. ბენდერი), პარკი (46. შმელცერი) - ვაიგლი - გიუნდოგანი, კაგავა - მხითარიანი, ჰოფმანი (75. რამოსი) - ობამეიანგი.
გაფრთხილება: მ. ლემანი, ცოლერი, მოდესტე - ობამეიანგი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14(6)-14(3); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 50 000

ჰანოვერი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 თ. მიულერი (40-პენ)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი - შმიდებახი, ს. სანე - ქარამანი (84. კლაუსი), ანდრეასენი (69. სენ-მაქსიმი), პრიბი - ერდინჩი (58. ბენშოპი).
ბაიერნი (3-4-3): ნოიერი - ხავი მარტინესი, ბოატენგი, ბადშტუბერი (73. კიმიხი) - რაფინია, ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (87. როდე) - თ. მიულერი, ლევანდოვსკი, კომანი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 6(1)-20(11); ბურთის ფლობა: 21%-79%.
მაყურებელი: 49 000

ინგოლშტადტი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 ჩიჩარიტო (73)
ინგოლშტადტი (4-3-3): ნილანდი - და კოშტა, მ. მატიპი, ბრეგერიე, დანილო - პ. გროსი, როჯერი, კოენი (72. ჰინტერზეერი) - ლექსი (64. მო. ჰარტმანი), ლეკიე, მორალესი.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - დონატი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - კრამერი, კამპლი - ბელარაბი (91. ბრანდტი), ჩალჰანოღლუ (71. მეჰმედი) - ჩიჩარიტო (84. კ. პაპადოპულოსი), კისლინგი.
გაფრთხილება: მ. მატიპი, და კოშტა - კრამერი, ჩიჩარიტო, კამპლი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11(3)-9(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 15 000

შტუტგარტი-ვოლფსბურგი 3:1
გოლები: 0:1 არნოლდი (14), 1:1 დიდავი (22), 2:1 კოსტიჩი (31), 3:1 დიდავი (47)
შტუტგარტი (4-2-2-1-1): ტიტონი - შვააბი, სუნჯიჩი, ნიდერმაიერი, ინსუა - რუპი, გენტნერი - კლაინი (85. ტაშჩი), კოსტიჩი (91. მაქსიმი) - დიდავი (72. ბაუმგარტლი) - ვერნერი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კლოზე, მ. შეფერი - გილავოგი (67. ს. იუნგი), არნოლდი - დ. კალიჯური, დრაქსლერი (46. დოსტი), შიურლე (82. როდრიგესი) - კრუზე.
გაძევება: სუნჯიჩი (70. შტუტგარტი)
გაფრთხილება: ნიდერმაიერი - შიურლე
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9(6)-17(7); ბურთის ფლობა: 25%-75%.
მაყურებელი: 47 343

20 დეკემბერი
ჰერტა-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 დარიდა (34), 2:0 კალუ (54)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - ლუსტენბერგერი (77. ჰეგელერი), სკიელბრედი - ჰარაგუჩი, დარიდა (83. ბაუმიოჰანი), კალუ (87. შტოკერი) - იბიშევიჩი.
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - ბროზინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი - ბაუმგარტლინგერი, ლატცა (65. კორდობა) - კლემენსი (46. დე ბლასისი), მალი, ჟაირო - მუტო (65. ნიდერლეხნერი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7(5)-5(0); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 39 835

გლადბახი-დარმშტადტი 3:2
გოლები: 0:1 ჰელერი (28), 1:1 შტინდლი (44), 2:1 ნორდტვეიტი (51), 2:2 ვაგნერი (67), 3:2 ვენდტი (86)
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - კორბი, ა. კრისტენსენი, ელვედი, ვენდტი - ნორდტვეიტი, ჯაკა - აზარი (72. ბრუვერსი), ფ. ჯონსონი - შტინდლი (88. დაჰუდი), რაფაელი (89. დრმიჩი).
დარმშტადტი (4-1-4-1): მათენია - გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი - ნიმაიერი (55. ვრანჩიჩი) - ჰელერი, როზენტალი (87. შტრო-ენგელი), გონდორფი, კემპე (76. რაუში) - ვაგნერი.
გაძევება: ჯაკა (39)
გაფრთხილება: შტინდლი - ნიმაიერი, კალდიროლა, ჰოლანდი, ჰელერი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13(5)-15(6); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 53 610

ბომბარდირები: 18 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - თომას მიულერი (ბაიერნი); 11 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 9 - სალომონ კალუ (ჰერტა).

მომდევნო ტური
22 იანვარი:
ჰამბურგი-ბაიერნი.

23 იანვარი:
კიოლნი-შტუტგარტი, ჰანოვერი-დარმშტადტი, ჰერტა-აუგსბურგი, ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი, ინგოლშტადტი-მაინცი, გლადბახი-დორტმუნდი.

24 იანვარი:
აინტრახტი-ვოლფსბურგი, შალკე-ვერდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული