მიუნხენის "ბაიერნის" ერთადერთმა მდევარმა ჩემპიონატში დორტმუნდის "ბორუსიამ" კინაღამ ქულები დაკარგა, მასპინძლებს 77-ე წუთამდე ვერ გაჰქონდათ "ინგოლშტადტის" კარში, მერე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა - 2:0.
"შალკემ" სტუმრად ასეთივე ანგარიშით დაამარცხა "დარმშტადტი". გოლები მაქს მაიერმა და ლეროი სანემ გაიტანეს.
"ლევერკუზენმა" შინ 3:0 მოუგო "ჰანოვერს", დუბლი შეასრულა ხავიერ ერნანდესმა, ჩიჩარიტოს გარდა თავი შტეფან კისლინგმა გამოიჩინა.
უკრაინელმა არტიომ კრავეცმა ბუნდესლიგაში პირველი გოლით "შტუტგარტს" "ჰამბურგი" დაამარცხებინა და ამ მოგებით "შტუტგარტმა" გავარდნის ზონა დატოვა.
დორტმუნდი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (77), 2:0 ობამეიანგი (86)
ლევერკუზენი-ჰანოვერი 3:0
გოლები: 1:0 კისლინგი (44), 2:0 ხ. ერნანდესი (63-პენ), 3:0 ხ. ერნანდესი (87)
აუგსბურგი-აინტრახტი 0:0
ვერდერი-ჰერტა 3:3
გოლები: 0:1 დარიდა (29), 0:2 პლატენჰარდტი (41), 1:2 ბარტელსი (67), 1:3 კალუ (71), 2:3 პისარო (75-პენ), 3:3 პისარო (77)
დარმშტადტი-შალკე 0:2
გოლები: 0:1 მ. მაიერი (43), 0:2 სანე (53)
შტუტგარტი-ჰამბურგი 2:1
გოლები: 1:0 ჰანტი (66 ს. კ.), 1:1 რუდნევსი (75), 2:1 კრავეცი (88)
1. ბაიერნი - 49 ქულა; 2. დორტმუნდი - 44; 3. ჰერტა - 34; 4. ლევერკუზენი - 31; 5. შალკე - 30.