* "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში 13 საშინაო მატჩია, არ წაუგია და თითოეულ მათგანში ორი ან მეტი გოლი აქვს გატანილი.
* ბუნდესლიგაში "ვერდერი" საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას "ჰოფენჰაიმთან" ურთიერთშეხვედრებში იღებს - 2,13.
* "ინგოლშტადტს" 21 ტურის მერე სულ რაღაც 14 გოლი აქვს გატანილი და 26 ქულის დაგროვება მოახერხა. არც ერთ სხვა გუნდს აქამდე არ მოუხერხებია ოდენ 14 გოლით 26 ქულის დაგროვება.
* "შტუტგარტი" და "ჰერტა" მატჩის დაწყებამდე ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიის მქონე
* "ვოლფსბურგის" კრისტიან ტრეშმა "მგლების" მაისურით თავისი მე-100 ბუნდესლიგური მატჩი ჩაატარა.
* როდესაც "ვოლფსბურგის" რობინ კნოხეს გააქვს, გუნდი იგებს. მსგავსი რამ მეექვსედ მოხდა. მან 440-დღიანი პაუზის მერე შეაგდო.
* სერეი დიემ "შტუტგარტის" რიგებში ჩემპიონატში თავის 31-ე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.
* ჰენრიხ მხითარიანს ამ სეზონში 33 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მან 35 გოლში მიიღო მონაწილეობა - 18 გაიტანა, 17 გაატანინა.
* იულიან შიბერი 13 თებერვალს 27 წლის გახდა. იგი მინდორს სწორედ საკუთარ დაბადების დღეზე დაუბრუნდა, მას მერე, რაც ტრავმის გამო 356 დღე გაუცდა.
* "ჰოფენჰაიმში" მოთამაშე ანდრეი კრამარიჩი გახდა მეორე, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში, რომელმაც გოლიც გაიტანა და წითელი ბარათიც მიიღო.
* ისტორიაში პირველად, ბრემენის "ვერდერს" ბუნდესლიგაში 8 საშინაო თამაშია, არ მოუგია - 3 ფრე, 5 წაგება.
* ამ სეზონში პირველად ხდება ისე, რომ "ლევერკუზენი" 6 შეხვედრაა, დაუმარცხებელია.
* იურგენ კრამნი "შტუტგარტის" მთავარ მწვრთნელად 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა. მისი მონაგარი მატჩში საშუალოდ 2,1 ქულაა და დროებით მაინც ის ბუნდესლიგაში კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად იქცა.
* "აინტრახტს" "კიოლნი" გასვლაზე 1994 წლის მაისის მერე არ დაუმარცხებია.
* ფრანკფურტელთა ალექსანდრ მაიერმა "კიოლნის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
* 2989-დღიანი პაუზის მერე (2007 წლის დეკემბერი) "ჰამბურგის" გოლკიპერმა რენე ადლერმა ისევ გააკეთა საგოლე პასი.
* "ბაიერნის" მცველების ოთხეულის საშუალო სიმაღლე "აუგსბურგთან" მატჩში 174 სანტიმეტრი იყო. არც ერთი უკანახაზელი არ გახლდათ 180 სანტიმეტრზე მაღალი.
* რობერტ ლევანდოვსკიმ 2016 წელს 5 მატჩი ჩაატარა და 4-ჯერ შეძლო დუბლის შესრულება. ეს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.
* ლევანდოვსკისა (21) და თომას მიულერს (15) 21 ტურის შემდგომ, ჯამში, 36 გოლი აქვთ გატანილი. ბუნდესლიგის ისტორიაში 21 ტურის მერე ასეთი შედეგიანი წყვილი არც ერთ გუნდს არ ჰყოლია.
* ლევანდოვსკი და მიულერი თავიანთი 36 გოლით გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის 15 გუნდს სჯობიან.
* "ჰამბურგის" ფეხბურთელებმა "გლადბახთან" მოგებულ მატჩში 126,6 კილომეტრი დაფარეს. ეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ახალი რეკორდია.
* ჟოელ მატიპს თავისი 17 ბუნდესლიგური გოლიდან 16 სტანდარტული მდგომარეობების მერე აქვს გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"