ბუნდესლიგა. XXII ტური: "ბაიერნს" რიბერი დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
20 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა.

მართალია, "ბაიერნმა" ტაიმი სანდრო ვაგნერის გოლით წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. დუბლი შეასრულა თომას მიულერმა, ერთი გოლიც "დარმშტადტის" კარში რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა - 3:1.

ამ თამაშში დაბრუნდა ტრავმამოშუშებული ფრანკ რიბერი. სხვათა შორის, "ბაიერნის" ფანების ნაწილი ხოსეპ გვარდიოლას საწინააღმდეგო პლაკატებით დახვდა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "კმაყოფილი ვარ, მოთმინება გვეყო და საქმეს ბოლომდე მივდიეთ, მეტოქის კარისკენ 36-ჯერ დავარტყით. ცოტა ძნელი იყო თამაში, რადგან მეტოქე დიდი ძალებით იცავდა კარს. მიუხედავად იმისა, რომ
მთელი მატჩი ჯერ ვერ გაძლო, მიხარია, რომ რიბერი დაბრუნდა. მთავარია, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ბერლინში, სადაც "ვოლფსბურგი" შეფერმა დააწინაურმა, მაგრამ სალომონ კალუმ "ჰერტას" ქულა გადაურჩინა - 1:1.

ბაიერნი-დარმშტადტი 3:1
გოლები: 0:1 ვაგნერი (26), 1:1 მიულერი (49), 2:1 მიულერი (71), 3:1 ლევანდოვსკი (84)

გლადბახი-კიოლნი 1:0
გოლი: 1:0 დაჰუდი (9)

ჰერტა-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 0:1 შეფერი (53), 1:1 კალუ (60)

ჰოფენჰაიმი-მაინცი 3:2
გოლები: 0:1 კორდობა (11), 1:1 ამირი (13), 2:1 უტი (68), 3:1 უტი (76), 3:2 სამპერიო (78)

ინგოლშტადტი-ვერდერი 2:0
გოლები: 1:0 ჰუბნერი (12), 2:0 ჰინტერსეერი (90-პენ)

19 თებერვალი
აინტრახტი-ჰამბურგი 0:0

21 თებერვალი
ლევერკუზენი-დორტმუნდი 18:30
შალკე-შტუტგარტი 20:30
ჰანოვერი-აუგსბურგი 20:30

1. ბაიერნი - 59 ქულა; 2. დორტმუნდი - 48; 3. ჰერტა - 36; 4. ლევერკუზენი - 35; 5. გლადბახი - 35.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული