როგორ სძალავდა 63 წლის პენსიონერი მიუნხენის "ბაიერნს" 3 მილიონ ევროს

AutoSharing Option
გერმანულმა პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც მიუნხენის "ბაიერნს" 3 მილიონ ევროს სძალავდა. შესაბამისად, 63 წლის პენსიონერი გერმანულ კლუბს ამიერიდან სიმშვიდეს ვეღარ დაურღვევს.

გამომძალველი ჰერალდ  ზირნგიბლია, რომელმაც კლუბს თებერვალში ორი მუქარის წერილი გაუგზავნა. პენსიონერი იმუქრებოდა, რომ თუკი 3 მლნ ევროს არ გადაუხდიდნენ, სტადიონის მოედანზე ან არენის პარკინგზე უპილოტო საფრენ აპარატს ჩამოაგდებდა.

ჰერალდი ერთ მილიონს 500-ევროიან კუპიურებად, კიდევ ერთ მილიონს 1000-ფრანკიან კუპიურებად, დანარჩენს კი ფასის შესაბამის, 0,5-იდან 1,1-მდე კარატის ბრილიანტებად ითხოვდა. მოგვიანებით მან მოთხოვნა შეცვალა - მეორე წერილში 500-ევროიანი კუპიურების 200-იანებით ჩანაცვლება მოითხოვა.

Bild-ის ინფორმაციით, პოლიციამ ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეციალური 100-კაციანი კომისია შექმნა. მამაკაცი ორშაბათს დააკავეს. როგორც ირკვევა, ბატონი ჰერალდი ძარცვისთვის უწინ არაერთგზის ყოფილა ნასამართლევი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გერმანიაში საპენსიო ასაკი 67 წლიდან იწყება. ..შეგეშალათ, მაგრამ არაუშავს. .პირველ პენსიას ციხეში მიირთმევენ ჯიგარს
ჯონი
02:54 25-02-2016
0
ნაბ...არი ბებერი.დდ
დ.ნ
19:29 24-02-2016
0

სიახლეები პოპულარული